ირანის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ურმიაში 20 ადამიანი დააკავეს, რომლებსაც ისრაელისთვის სამხედრო, პოლიციისა და უსაფრთხოების ობიექტების ლოკაციების შესახებ ინფორმაციის გაგზავნაში ადანაშაულებენ.
BBC-ის ცნობით, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი დასავლეთ აზერბაიჯანის რეგიონის პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის აგენტებთან დაკავშირებული დაქირავებული მებრძოლების რამდენიმე ქსელი აღმოაჩინეს და 20 პირი სასამართლოს ბრძანების საფუძველზე დააკავეს.