ვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვართ ვიმუშაოთ უნგრეთის ნებისმიერ ლიდერთან, რომელიც პუტინის მოკავშირე არ არის

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა ითანამშრომლოს უნგრეთის ნებისმიერ ლიდერთან, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოკავშირე არ იქნება.

მისი თქმით, უნგრეთის ამჟამინდელი მთავრობა უნგრეთის საზოგადოებაში ანტიუკრაინულ განწყობებს ავრცელებს.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ არ შეუძლია იმის თქმა, რა მოხდება, თუ უნგრეთის ხელმძღვანელობა შეიცვლება, მაგრამ მზადაა ითანამშრომლოს ნებისმიერ ლიდერთან, რომელიც პუტინის მოკავშირე არ იქნება.

„ჩვენ ვიმუშავებთ უნგრეთის ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან, უნგრეთში ნებისმიერ ადამიანთან, ვისაც სურს მუშაობა, მშვიდობიანად ცხოვრება უკრაინასთან, არ სურს დაბლოკოს ჩვენი გეოპოლიტიკური არჩევანი და სურს იყოს კარგი მეზობელი. მზად ვართ მეგობრულად ვიმუშაოთ, თუ ეს ადამიანი არ არის პუტინის მოკავშირე, აგრესორი სახელმწიფოს მოკავშირე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა