18-მა ფოთელმა ახალგაზრდამ ინფორმაციული ტექნოლოგიების კურსი გაიარა

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ინიციატივით, ფოთელი ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროექტი „IT კურსები ფოთელი ახალგაზრდებისთვის“ განხორციელდა. ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კურსს ჟურნალისტიკის რესურსცენტრი და მოწვეული ტრენერები უძღვებოდნენ; მისი მიზანი კი, ფოთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ციფრული უნარების განვითარება იყო.

პროგრამის ფარგლებში ჯამში 18 ახალგაზრდა გადამზადდა შემდეგი მიმართულებებით:

ვებტექნოლოგიებისა და პროგრამირების საფუძვლები;

ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენება;

კიბერუსაფრთხოება და მედია მდგრადობა;

როგორც კურსის მონაწილე ნია გუჯაბიძე აღნიშნავს, კურსის ფარგლებში ნასწავლი თითოეული თემა საინტერესო იყო, თუმცა ყველაზე საინტერესო ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სესიები იყო.

„ვფიქრობ, აღნიშნულ ცოდნას სასკოლო დავალებების შესრულების დროსაც გამოვიყენებ და მრავალფეროვან კონტენტს შევქმნი“,- აღნიშნავს ნია გუჯაბიძე.

კურსის მონაწილე ხატია ჭეიშვილის თქმით, ხელოვნური ინტელექტისა და კოდირების ცოდნა განსაკუთრებით გამოადგება სამომავლო კარიერაში.

„სწავლის პერიოდი ძალიან საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი იყო. უკვე მივიღე შეთავაზება და ერთ-ერთ ორგანიზაციას სოციალური მედიის კონტენტის შექმნაში დავეხმარები. ხელოვნური ინტელექტისა და კოდირების ცოდნა განსაკუთრებით გამომადგება სამომავლო კარიერაში“,- აღნიშნავს ხატია ჭეიშვილი.

როგორც „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების პარტნიორი ეთუნა ცოტნიაშვილი განმარტავს, ახალგაზრდებისთვის ცოდნასა და თანამედროვე განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მათი პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია.

„მოხარულები ვართ, რომ ფოთელმა ახალგაზრდებმა ახალი უნარები შეიძინეს და ტექნოლოგიების სამყაროსთან კიდევ უფრო დაახლოების შესაძლებლობა მიიღეს“, - აღნიშნავს ეთუნა ცოტნიაშვილი.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა გრძელდება. კომპანია გაზაფხულის კურსებზე მიღებას უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა