ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ყავას ყიდულობს და ხუმრობს მისი გარდაცვალების შესახებ ცნობებზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ მედიაში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც უარყოფს და ხუმრობს მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე.

კაფეში გადაღებულ ვიდეოში ნეთანიაჰუ ყავას ყიდულობს და იუმორით პასუხობს მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოს ასათაურებს:

„რას ამბობენ, რა ვარ?“, - რითაც პასუხობს გავრცელებულ ჭორებს, რომ ის ირანის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა.

„გსურთ თითებს დავითვლი“, - აცხადებს ვიდეოში ნეთანიაჰუ, ხელებს წევს და თითებს ითვლის ორივე ხელზე.

სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი გარდაიცვალა და მისი ბოლო სატელევიზიო გამოჩენა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იყო გენერირებული.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა