დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარებაზე უარს იტყვიან, ეს ნატო-ს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაში დახმარების გაწევა მიზანშეწონილია იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც სრუტით სარგებლობენ.

ტრამპის მტკიცებით, ევროპა და ჩინეთი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები ნავთობზე, რომელიც სპარსეთის ყურეში მოიპოვება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ თუ სხვა ქვეყნებისგან რეაგირება არ იქნება, ეს შეიძლება ძალიან ცუდი იყოს ნატო-ს მომავლისთვის.

„თუ პასუხი არ იქნება ან თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი იქნება ნატო-ს მომავლისთვის“, - განაცხადა ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში.

ამასთან, მისი თქმით, აშშ თავისი ევროპელი მოკავშირეების მიმართ ძალიან კეთილი იყო.

„ჩვენ არ გვჭირდებოდა მათთვის დახმარების გაწევა უკრაინასთან დაკავშირებით. უკრაინა ჩვენგან ათასობით მილის დაშორებითაა, მაგრამ დავეხმარეთ მათ. ახლა ვნახოთ, დაგვეხმარებიან თუ არა ისინი. რადგან დიდი ხანია ვამბობ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით, მაგრამ ისინი ჩვენ გვერდით არ იქნებიან. არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ჩვენ გვერდით იქნებიან“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, მან ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან პეკინში მარტის ბოლოს დაგეგმილი სამიტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვიზიტი შესაძლოა გადაიდოს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის ჩინეთისგან ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარებას ელის. მისი მტკიცებით, ქვეყანა ნავთობის 90%-ს სრუტის მეშვეობით იღებს.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა