იაპონიის პრემიერი ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარებაზე - განვიხილავთ, როგორ ვუპასუხოთ სათანადოდ

იაპონიას ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარების შესახებ ოფიციალური თხოვნა არ მიუღია, თუმცა განიხილავს, თუ როგორ უპასუხოს სათანადოდ, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა.

ტაკაიჩიმ, რომელიც მომავალ კვირას აშშ-ში ვიზიტისთვის ემზადება, აღნიშნა, რომ ტოკიო ასევე იკვლევს, თუ როგორ არის შესაძლებელი გემების და მათი ეკიპაჟების სიცოცხლის დაცვა და რა ზომების მიღება შეუძლია.

„უნდა განვიხილოთ, რა არის საუკეთესო შესაძლო ზომა, რომლის მიღებაც შეგვიძლია მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში“, - განაცხადა იაპონიის პრემიერმა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დახმარება სთხოვა ქვეყნებს, რომლებიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დახურვის მცდელობით ზარალდებიან. იმ ქვეყნებს შორის, რომელთა დახმარების იმედიც აქვს, ტრამპმა ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა და გაერთიანებული სამეფო დაასახელა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა