კაია კალასი - განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან მთავრობა სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდის

განვიხილავთ საქართველოს საკითხს. რა თქმა უნდა, სიტუაცია უფრო და უფრო სერიოზული ხდება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 6 მარტიდან ამოქმედდა ვიზებთან დაკავშირებული აკრძალვა ქართველი დიპლომატებისთვის და ევროკავშირი განიხილავს, კიდევ რისი გაკეთებაა შესაძლებელი საქართველოსთან დაკავშირებით.

„6 მარტიდან ხორციელდება სავიზო აკრძალვა დიპლომატებისთვის, მაგრამ განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, რადგან საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდის“, - აღნიშნა კალასმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა