საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ჯუნი“ გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანია და DMC ოპერატორი „ჯუნი“ შეუერთდა. კომპანია, რომელიც ათ წელზე მეტია წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე, დარგის აღიარებული ლიდერი და ინოვატორია, - ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ჯუნი“ ისრაელის ავიახაზების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და ადგილობრივი ბაზრის 30%-ზე მეტს ფლობს, რაც წელიწადში დაახლოებით 150 000 ვიზიტორს შეადგენს. კომპანიის რეპუტაცია დაფუძნებულია სანდოობაზე, სტაბილურობასა და სექტორის სიღრმისეულ ცოდნაზე.

„აღსანიშნავია, რომ „ჯუნი“ იყო კომპანია, რომელმაც ფინანსურად დაუჭირა მხარი პარტნიორ ავიაკომპანიას, რათა ზამთრის სეზონზეც უზრუნველეყო ოპერაციების უწყვეტობა ბათუმში. აღნიშნულმა სტრატეგიულმა სუბსიდიამ ხელი შეუწყო მთელი წლის განმავლობაში საჰაერო კავშირის შენარჩუნებას, ტურისტული ნაკადების მხარდაჭერასა და ბაზრის სტაბილურობას დაბალი სეზონის პერიოდში. კომპანიის პროაქტიული ინვესტიცია ნათლად გამოხატავს დანიშნულების ადგილის განვითარებისადმი გრძელვადიან ერთგულებას და ავიაკომპანიებთან მყარ პარტნიორულ ურთიერთობებს.

დღეისათვის კომპანია აქტიურად აფართოებს გეოგრაფიულ არეალს და მუშაობს ინდოეთის მზარდ ბაზარზე, სადაც საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას უწევს“, - ნათქვამია განცხადებაში.

„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დიდ ოჯახს კიდევ ერთი ძლიერი და მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია შემოუერთდა. ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი სექტორია, ხოლო „ჯუნის“ მსგავსი პროფესიონალური და სტრატეგიულად მოაზროვნე მოთამაშეების აქტიურობა კიდევ უფრო აძლიერებს ბიზნესგარემოს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და ერთობლივი ძალისხმევით ხელს შევუწყობთ დარგში არსებული გამოწვევების დაძლევასა და ახალი შესაძლებლობების რეალიზებას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა