ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი - საქსტატის მონაცემებით, მოქალაქეების 95%-ზე მეტს არ აქვს საშუალება 6 წელს ზემოთ ავტომობილის შეძენის - ახალი დადგენილება რომ შემოვა, საუკეთესო შემთხვევაში, 5% შეძლებს ავტომობილის შეძენას

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსი ნონიაძის განცხადებით, 6 წელზე ზემოთ ავტომობილის განბაჟების აქციზის საფასურის გაზრდით მოქალაქეები დაზარალდებიან, რადგან მათ უმრავლესობას არ აქვს იმის საშუალება, რომ განბაჟებაში დიდი თანხა გადაიხადოს.

როგორც ნონიაძემ „მედიაცენტრ მთავარში" განაცხადა, ისინი პარლამენტს აუცილებლად მიმართავენ და ითხოვენ, რომ მოლაპარაკების და განხილვის პროცესში ჩაერთონ.

„საქართველოს პარლამენტში შემოდის ახალი კანონპროექტი, რომელიც განბაჟების ვალდებულებას ზემოთ წევს. ეს ძირითადად ეხება 6 წელზე ზემოთ ავტომობილებს. შეიძლება საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ 6 წელზე ზემოთ ავტომობილების განბაჟების აქციზის გადასახადიც იზრდება. თუ იყო 80 თეთრი 6 წლის ავტომობილი, 1.50 თეთრი ხდება. უძვირებს როგორც ახალი ავტომობილის მყიდველებს გადასახადს, ასევე შედარებით ძველი, უფრო ასაკოვანი ავტომობილების მფლობელებსაც. ფაქტობრივად, ეს ეხება ისეთ დარგს, როგორიცაა ავტოიმპორტი. ზარალდებიან მომხმარებლები, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. საქსტატის მონაცემებით, მოქალაქეების 95%-ზე მეტს არ აქვს საშუალება 6 წელს ზემოთ ავტომობილის შეძენის. შესაბამისად, ეს დადგენილება რომ შემოვა, საუკეთესო შემთხვევაში, 5% შეძლებს ავტომობილის შეძენას, თუმცა, სხვა შემთხვევაში, მოქალაქეების 90%-თვის ხელმიუწვდომელია. გამოდის, რომ მაგალითად, 2016 წლის ავტომობილის განბაჟებაში იმავე რაოდენობა უნდა გადაიხადოს, რა ფასადაც ავტომობილი შეიძინა. ფაქტობრივად, თუ ისე გავაძვირეთ განბაჟების გადასახადი, რომ 2022-2023 წლის ავტომობილის ფასი დაგვიჯდება, მაშინ რა ლოგიკაა ამაში? რატომ უნდა იყიდოს 2015 ან 2016 წლიანი ავტომობილი, როდესაც შეუძლია ადამიანს უფრო ახალი ავტომობილი შეიძინოს. სწორედ ამაში მდგომარეობს საკითხი, რომ მომხმარებელს არა აქვს ამის საშუალება და ფუფუნება, რომ ასე ძვირი გადაიხადოს“,-განაცხადა ნონიაძემ.

ისინი მოითხოვენ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, სადაც სექტორის წარმომადგენლებს არგუმენტირებული დიალოგის წარმართვის შესაძლებლობა ექნებათ.

„ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად გვინდა პარლამენტს მივმართოთ. გვინდა, რომ მოლაპარაკებების და განხილვის პროცესში ჩავერთოთ. ჩვენი ინფორმაციით, ამ კვირაში აპირებენ ამ კანონპროექტის განხილვას და დაჩქარებული წესით მიღებას. აუცილებლად გვექნება ამ თემასთან დაკავშირებით კითხვები. გვაქვს გარკვეული მოთხოვნაც: პირველი საკითხია, რომ უნდა გადაიხედოს 6 წლიანი ასაკობრივი ზღვარი და 10 წლამდე გაიზარდოს. მეორე საკითხია, რომ 10 წლამდე ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი განისაზღვროს 1 ლარით და 50 თეთრით ძრავის კუბურ სანტიმეტრზე, ხოლო 10 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის 4 ლარი და 5 თეთრი. ასევე, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, სადაც სექტორის წარმომადგენლებს არგუმენტირებული დიალოგის წარმართვის შესაძლებლობა ექნებათ. ჩვენ არ ვითხოვთ რეგულაციების გაუქმებას. ვითხოვთ სამართლიან, ეკონომიკურად დასაბუთებულ და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილების მიღებას“, - განაცხადა ნონიაძემ.

მისი თქმით, ვიდრე მთავრობა გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადებდა, დარგის სპეციალისტებთან და მათთან კონსულტაცია არ ყოფილა.

„განმარტებით ბარათში პირდაპირ უწერიათ, რომ იქ არავისთან კონსულტაცია არ გაუვლიათ. ან განმარტებითი ბარათის ავტორი ტყუის ან მინისტრები ტყუიან, როდესაც ამბობენ, რომ დარგის სპეციალისტებთან გაიარეს კონსულტაცია. პირადად ჩვენთან და დარგის სპეციალისტებთან ასეთი კომუნიკაცია არ შემდგარა, რომ მაგიდასთან დავმსხდარიყავით, მოლაპარაკება გვქონოდა, ჩვენი არგუმენტები გაგვეცვალა და საპასუხო რეაქციას დავლოდებოდით. მსგავსი არაფერი ყოფილა“,-განაცხადა ნონიაძემ.

საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანას აღარ კრძალავს. სანაცვლოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტომობილის შემოყვანის აქციზი კონკრეტული თანხით, ანუ ერთ კუბზე 4,5 ლარით განისაზღვრება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების განბაჟება ახალი ტარიფით ძალაში 1-ელი აპრილიდან შევა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა