ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით სამხრეთ ლიბანში, „ჰეზბოლას“ ძირითადი დასაყრდენების წინააღმდეგ „შეზღუდული და მიზანმიმართული სახმელეთო ოპერაციები“ დაიწყეს.
თავდაცვის ძალების მტკიცებით, ოპერაციის მიზანი თავდაცვის წინა ზონის გაძლიერება და რეგიონში ტერორისტული ინფრასტრუქტურის მოშლაა.
თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ სამხრეთ ლიბანში ჯარების შესვლამდე, ამ ტერიტორიაზე ტერორისტული სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განხორციელდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ გადამწყვეტად მოქმედებას გააგრძელებენ.