შოთა ბერეკაშვილი - უაღრესად მნიშვნელოვანი სხდომაა, რამდენადაც დღევანდელი სხდომით ჩვენ ვასრულებთ ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლას საკვები პროდუქტების და სწრაფი მოხმარების საგნების სექტორში

უაღრესად მნიშვნელოვანი სხდომაა, რამდენადაც დღევანდელი სხდომით ჩვენ ვასრულებთ ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლას საკვები პროდუქტების და სწრაფი მოხმარების საგნების სექტორში, - ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 4 კომპანია, რომელიც დღეს კომისიის სხდომაზეა მიწვეული, წარმოადგენენ ბაზრის მნიშვნელოვან მოთამაშეებს და შესაბამისად, მათ გააჩნიათ განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა.

„4 კომპანია, რომელიც არის წარმოდგენილი აქ, მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან აღნიშნული სექტორის და თუ ავიღებთ ორგანიზებული ქსელების ნაწილს, ორგანიზებული ქსლების ნაწილში თქვენი ჯამური წილი შეადგენს სადღაც 71 %-ს მთლიანი ორგანიზებული ბაზრის, რაც ჯამურად 2024 წლის მაჩვენებლების მიხედვით შვიდი მილიარდი ლარია, რომელიც ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. აქედან გამომდინარე, თქვენი 4 კომპანია, არამარტო ბიზნესსაქმიანობაში არის ჩართული, არამედ თქვენ განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა გაგაჩნიათ, რადგან საქმე ეხება საკვებ პროდუქტებს და სწრაფი მოხმარების საგნებს. აქედან გამომდინარე კომისია იმასაც აცნობიერებს, რომ ეს ფასწარმოქმნის ჯაჭვი მრავალსაფეხურიანია, კერძოდ სამსაფეხურიანია, ეს იწყება მწარმოებლით, იმპორტიორით, დისტრიბუტორით და საბოლოოდ, საცალო ქსელის ოპერატორებით. თუმცა ამ ჯაჭვში განსაკუთრებული ძალაუფლება მაინც საცალო ქსელებს აქვს, რადგან ისინი არიან ძირითადი საფასო პოლიტიკის განმსაზღვრელი ბაზარზე, ამიტომ აღნიშნული სექტორის გამჭვირვალე და ჯანსაღი მართვა უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სექტორი იყოს კონკურენტუნარიანი და ჩვენმა მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო ფასი", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა