GIPA-ს სამართლის სკოლის პროგრამის სტუდენტებმა ჰელგა პედერსენის იმიტირებული სასამართლო პროცესის (HPMCC) რეგიონულ რაუნდში წარმატებით იასპარეზეს

GIPA-ს სამართლის სკოლის პროგრამის სტუდენტებმა ჰელგა პედერსენის იმიტირებული სასამართლო პროცესის (HPMCC) რეგიონულ რაუნდში წარმატებით იასპარეზეს და უკვე მეორედ ზედიზედ ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას GIPA ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, HPMCC ევროპის ყველაზე პრესტიჟული იმიტირებული სასამართლო პროცესია და ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალში და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (სტრასბურგის სასამართლოს) სიმულაციას წარმოადგენს. მისი მიზანია სტუდენტებში ადამიანის უფლებათა სამართლის პრაქტიკული ცოდნისა და პროფესიული უნარების გაღრმავება.

„წელს, მე-14 გამოშვების ფარგლებში, ევროპის მასშტაბით წამყვანი უნივერსიტეტების 80-მდე გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრი ორი ეტაპისგან შედგება: რეგიონული რაუნდები, რომლებიც ევროპის სამ სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება და საერთაშორისო ფინალური რაუნდები, სადაც რეგიონული ტურებიდან შერჩეული 18 საუკეთესო გუნდი მონაწილეობს.

GIPA-ს გუნდმა ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების 22 გუნდთან ერთად მალტის რეგიონულ რაუნდში იასპარეზა, რომელიც ვალეტას მართლმსაჯულების სასამართლოში გაიმართა. წლევანდელი ჰიპოთეტური საქმე ეხებოდა ერთ-ერთ ყველაზე რთულ და აქტუალურ გამოწვევას - ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებას სისხლის სამართლის პროცესში. სტუდენტებმა იმუშავეს ისეთ კრიტიკულ საკითხებზე, როგორიცაა ალგორითმული გადაწყვეტილებების შესაბამისობა სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ფარგლებში.

GIPA-ს გუნდმა ღირსეულად წარმოადგინა უნივერსიტეტი, გამოავლინა მაღალი აკადემიური მომზადება და წარმატებით უპასუხა დარგის წამყვანი სპეციალისტების მიერ დასმულ კითხვებს. ამჟამად გუნდი ფინალური რაუნდისთვის ემზადება, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში სტრასბურგში გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, GIPA-ს გუნდს წარმოადგენდნენ სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: მარიამ ქარდავა, თამარ ფირცხალაიშვილი და ნია ლინჩიკი. გუნდს მოწვეული ლექტორი თამთა შამათავა ხელმძღვანელობდა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა