ირანის მიერ ცენტრალურ ისრაელზე ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 30 წლამდე ასაკის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მსუბუქად დაშავდა.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ცენტრალურ ისრაელში, სავარაუდოდ, ირანული კასეტური ბომბის აფეთქებამ საცხოვრებელი სახლი დააზიანა.