„2 ნაბიჯის“ გენერალური დირექტორი - „ქეშბექი“ არაფრად გვჭირდება, ეს ჩვენი ინიციატივა არ არის და მზად ვართ, ხვალვე გავანულოთ, თუ მომწოდებელი ამაზე წამოვა - ჩვენი მოგებიდან ვაკეთებთ აქციებს, სხვისი ფულით ჩვენ არ ვთამაშობთ

„ქეშბექი“ არაფრად არ გვჭირდება, ეს ჩვენი ინიციატივა არ არის და მზად ვართ, ხვალვე გავანულოთ, თუ მომწოდებელი ამაზე წამოვა. ჩვენ ჩვენი მოგებიდან ვაკეთებთ აქციებს, სხვისი ფულით ჩვენ არ ვთამაშობთ, - ამის შესახებ „2 ნაბიჯის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ მელიქაძემ პროდუქტების ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, მათ „არავითარი რეტრო ბონუსი ან სხვა ტიპის ბონუსი არ აინტერესებთ“.

„ქეშბექი“ არაფრად არ გვჭირდება. ეს ჩვენი ინიციატივა არ არის და მზად ვართ, ხვალვე გავანულოთ, თუ მომწოდებელი ამაზე წამოვა. ჩვენ ჩვენი მოგებიდან ვაკეთებთ აქციებს, სხვისი ფულით ჩვენ არ ვთამაშობთ.

მე არ ვიცი სტანდარტული ფასი რა არის, ჩვენ გვინდა ექსკლუზიური ფასი. ჩვენ ვართ ყველაზე დიდი [ქსელი], ვყიდით ყველაზე მეტს და მომწოდებლიდან ვითხოვთ საუკეთესო ფასს, რომელსაც ჩვენ კლიენტს გადავცემთ. ეს არის ჩვენი მოდელის არსი. ამას ჰქვია „სოფთ დისკაუნტერი“. ამის საუკეთესო მაგალითები არის გერმანული „ჰიდლი“ და „ალდი“. მათგან ბევრ რამეს ვსწავლობთ. ჩვენ კონსულტანტები მუდმივად გვყავს, ამ ორი კომპანიის ყოფილი „ტოპ მენეჯერები“. მათგან ვსწავლობთ და იმ გზას მივყვებით, რაც მათ ევროპაში გაიარეს. ჩვენ, სადღაც 20-25 წლით ჩამოვრჩებით აღმოსავლეთ ევროპას და სადღაც, 35 წლით დასავლეთ ევროპას. ვიცით, რა გზა უნდა გავიაროთ, ვიცით სად უნდა მივიდეთ და ვსწავლობთ საუკეთესო მაგალითებით. ეს არის ის მოდელი, რასაც ისინი აკეთებენ, ამას მივდევთ ჩვენ. გვინდა კარგი ხარისხის სტანდარტული პროდუქტი კარგ ფასად, რომელსაც ჩვენ ვადებთ მინიმალურ ფასნამატს. იმიტომ, რომ გვინდა ვიყოთ, ყველაზე ეფექტური საოპერაციო თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი მოდელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი [საკითხი]. ამასთან, მივცეთ მომხმარებელს საუკეთესო ფასი. ამ ბიზნეს მოდელით გავაგრძელებთ მუშაობას მომავალშიც.

ისევ გავიმეორებ, არავითარი რეტრო ბონუსი ან სხვა ტიპის ბონუსი ჩვენ არ გვაინტერესებს, არ გვინდა. ჩვენ ფასდაკლებებს თუ საჭირო იქნება, ვაკეთებთ ჩვენივე ფულით“,- განაცხადა არჩილ მელიქაძემ.

ამასთან, მისი თქმით, რეტრო-ბონუსის სისტემა მათი კომპანიის მოგონილი არაა.

„რეტრო-ბონუსი არ არის ფასდაკლების წყარო, „ლიდერ ფუდის“ კონკრეტული პროდუქტი ჩვენს ქსელში „საინვოისო“ ფასად შემოვიდა - 10 ლარად, ერთეულის ღირებულება. ჩვენ გავყიდეთ ის 8 ლარად და 42 თეთრად, ანუ წავაგეთ 1,58 ლარი. მაგრამ მთელი წელი წაგებაზე არ ვიქნებოდით ხომ? სინამდვილეში ეს მხოლოდ „საინვოისო“ ფასი იყო, რეტრო-ბონუსი ამ შემთხვევაში წარმოადგენდა 2 ლარს და 10 თეთრს, ანუ ჩვენთვის ფაქტობრივად ასაღები ფასი იყო 7,90 ლარი, ანუ ჩვენ ამ კონკრეტულ პროდუქტში მოვიგეთ 0.52 თეთრი, რაც 6.5 % ფასნამატია. რეალურად, ჩვენ კომპანიას მოველაპარაკეთ არა „საინვოისო“ ფასზე, არამედ იმ ფასზე, რაც ასაღები ფასია, ეს იმ კომპანიის სურვილია, რომ ეს ასაღები ფასი ასე გაიყოს, ჩვენ საერთოდ არანაირი ინტერესი არ გვაქვს რეტრო-ბონუსის აღრიცხვიანობა ვაწარმოოთ „საინვოისო“ ფასი რომ დამთხვეოდა იმ ფასს, რაზეც ჩვენ მოვილაპარაკეთ რეტრო-ბონუსი იქნებოდა ნული, ეს ჩვენი არჩევანი და მოგონილი ინსტრუმენტი არ არის“,- განაცხადა არჩილ მელიქაძემ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა