ლევან მახაშვილი - გასაკვირი ის არის, რომ ევროკავშირის გარშემოც იქცევა მთელი მსოფლიო და გადაწყვიტეს, ყურადღება და დრო დაუთმონ საქართველოს მაშინ, როცა ამის არავითარი წინაპირობა არ არის

ახალი არაფერი ხდება, უკვე მერამდენედ იკრიბებიან. ამ შეხვედრაზე ჩვენთვის საინტერესო არაფერი ხდება, არც საინტერესო და არც ახალი, - ასე შეაფასა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ დაგეგმილი საქართველოს საკითხის განხილვა.

მისი თქმით, საქართველოს საკითხის განხილვის წინაპირობა არ არსებობს.

„გასაკვირი ის არის, რომ ევროკავშირის გარშემოც იქცევა მთელი მსოფლიო და გადაწყვიტეს, რომ ყურადღება და დრო დაუთმონ საქართველოს მაშინ, როცა ამის არავითარი წინაპირობა არ არის. საკმაოდ გრძელი დღის წესრიგია და არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს საკითხის განხილვას საერთოდ მოახერხებენ. ჩვენ ახალს და საინტერესოს ამ შეხვედრიდან არ ველით“,- განაცხადა მახაშვილმა.

რაც შეეხება ბრიუსელის მხრიდან კრიტიკას, ლევან მახაშვილი მათ რუკის გაგზავნას სთავაზობს.

„არ ვიცი საით იყურებიან და რას უყურებენ, როდესაც ამ შეფასებებს აკეთებენ, მე მათ შემიძლია რუკა გავუგზავნო. იქნებ ისწავლონ, დახედონ, სად არის რეგიონი. ვნახეთ, რომ ზოგიერთ მათგანს წარმოდგენა არ აქვს ირანი სად არის ან რეგიონი. ქვეყანაზე ასეთი ზედაპირული შეფასებების ნაცვლად, ვურჩევდი, როდესაც არის იმაზე საუბარი, ჩვენ კიდევ განვიხილავთ რა შეიძლება გააკეთონო, „ახალი ველოსიპედის გამოგონება“ საჭირო არ არის. რაც უნდა გაკეთონ, არის ის, რომ დიალოგის კარი კი არ უნდა მიიჯახუნონ, უნდა დასხდნენ დიალოგის მაგიდასთან, პრობლემებს თვალი გაუსწორონ და ამ პრობლემების გადაჭრაზე ერთობლივად ვიმსჯელოთ. ზოგიერთ მათგანს აქვს იმის ამბიცია, რომ შეუძლია იძულების წესით რაღაც მოახვიოს თავს სხვა ქვეყანას, არადა არის კონკრეტული პრობლემები. ამ პრობლემებზე არაერთხელ გვისაუბრია, მათ შორის უცხოური ფულის ნებართვის გარეშე ქართულ პოლიტიკაში ტრიალი და მთელი რიგი პრობლემატიკა. დავსხდეთ და ამ პრობლემებზე ვილაპარაკოთ. ამისთვის ჩვენ ყოველთვის მზად ვართ. როცა ჩვენ ვხედავთ დიალოგის სურვილის არქონას, ან ნაკლებობას, მაშინ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ ეს პრობლემა ჩვენი რესურსებით მოვაგვაროთ“,-განაცხადა მახაშვილმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს წინასწარი დღის წესრიგის თანახმად, ბრიუსელში, 16 მარტს დაგეგმილ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ. „საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები. ინფორმაცია გერმანიიდან და საფრანგეთიდან“, - წერია დღის წესრიგში. ასევე, საბჭოს შეხვედრის ფარგლებში მთავარ თემებს შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა