გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის საკითხთან დაკავშირებით ნატო-ს როლს ვერ ხედავს

გერმანია ჰორმუზის სრუტის ბლოკადის საკითხის მოგვარებაში ნატო-ს როლს ვერ ხედავს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვერ ვხედავ, რომ ნატო-მ ამ მიმართულებით რაიმე გადაწყვეტილება მიიღო ან შეიძლება ჰორმუზის სრუტეზე პასუხისმგებლობა აიღოს. ასე რომ იყოს, ნატო-ს ორგანოები შესაბამისად განიხილავენ ამ საკითხს“, - განაცხადა ვადეფულმა.

ამასთან, მან აშშ-სა და ისრაელს მოუწოდა, ირანის წინააღმდეგ ომის მომავალ კურსთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია წარადგინონ.

„პირველ რიგში, აშშ-სა და ისრაელისთვის მნიშვნელოვანი იქნება იმის გარკვევა, თუ როდის მიიჩნევენ ისინი თავიანთი ოპერაციის სამხედრო მიზნებს მიღწეულად. ჩვენ გვჭირდება მეტი სიცხადე ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ვადეფულმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის პრესსპიკერმა სტეფან კორნელიუსმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს, „არაფერი აქვს საერთო ნატოსთან“ და „არ არის ნატოს ომი“.

„ნატო ტერიტორიის დაცვის ალიანსი არის და არსებულ სიტუაციაში ნატო-ს განლაგების მანდატი არ არსებობს“, - განაცხადა სტეფან კორნელიუსმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ მოკავშირე სახელმწიფოები ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარებაზე უარს განაცხადებენ, ეს „ნატო-ს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება“.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა