„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი „დეილი ჯგუფის“ თანადამფუძნებელს - თქვენ ყოველთვის ტრაბახობდით, რომ კარგად გქონდათ მთავრობასთან დალაგებული სიტუაცია, მაინტერესებს, რა ხდება დღეს?

ცნობილია, რომ თქვენ ძალიან აგრესიული პოლიტიკა გაქვთ თქვენი განვითარების კუთხით - ასევე, თქვენ ყოველთვის ტრაბახობდით, რომ კარგად გქონდათ მთავრობასთან დალაგებული სიტუაცია. მაინტერესებს, რა ხდება დღეს? - ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, დაჯი კოვზირიძემ ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის სხდომაზე „დეილი ჯგუფის“ თანადამფუძნებელს, არჩილ გეგენავას.

როგორც მან აღნიშნა, კომპანია პატარა შპს-ებისა და ინდ მეწარმეების ბიზნესების ნაცვლად საკუთარ მაღაზიებს ხსნის.

„ცნობილია, რომ თქვენ ძალიან აგრესიული პოლიტიკა გაქვთ თქვენი განვითარების კუთხით. თბილისში არ დატოვეთ არცერთი ჯიხურის ადგილი, არცერთი მაღაზია, სადაც პატარა ინდ მეწარმეები ოპერირებდნენ, პატარა შპს-ები. თქვენ სპეციალური გუნდი გყავთ, რომლებიც იკვლევენ ამ შპს-ების ნავაჭრებს, ბრუნვებს და შედეგად ფართის მეპატრონეებს აყრევინებთ ამ პატარა საოჯახო მაღაზიებს, შედიხართ თქვენ. ეს არის თქვენი აგრესიული პოლიტიკის შედეგი. ასევე, მინდა გითხრათ, რომ თქვენ ყოველთვის ტრაბახობდით, რომ კარგად გქონდათ მთავრობასთან დალაგებული სიტუაცია. მაინტერესებს, რა ხდება დღეს? ვეღარ გაქვთ სავარაუდოდ კარგად საქმე, იმიტომ, რომ წინა ადმინისტრაციასთან თქვენ ძალიან კარგად იყავით. აპირებთ ახალ ადმინისტრაციასთანაც დალაგებას?“- განაცხადა დაჯი კოვზირიძემ.

დაჯი კოვზირიძის განცხადების საპასუხოდ, არჩილ გეგენავამ აღნიშნა, რომ დეპუტატის შეფასებები და ინფორმაცია უტრირებულია.

„არ შევალ ამის შეფასებაში, რომ „არ დატოვეთ ჯიხურიო“. მგონია, რომ უტრირებულია. კვლევების და კვლევითი ორგანიზაციების მიხედვით, ქსელების წარმოდგენა თბილისში არის 60%. ყველა ქსელი ჯამში თბილისში წარმოდგენილია 60%-ით. ჩვენი მაღაზიების 40%-იც არ არის თბილისში განლაგებული, არის რეგიონებში. ამაში ვერ შემოგყვებით. რას ეძახით ჯიხურს და რას არ ეძახით. რაც შეეხება იმას, „მეიჯარესთან აგვარებთ რომ გამოაგდოთ უბნის მაღაზიაო და შეხვიდეთო“ - ამაზე არ ვიცი რა პასუხი უნდა გაგცეთ. ჩვეულებრივი ამბავია, ვიღაც სადღაც შედის, ვიღაც გამოდის. ჩვენც დაგვიხურია მაღაზიები და სხვა შესულა. თუმცა ნამდვილად ვერ ვიხსენებ ასეთ შემთხვევას, რომ უბნის მაღაზიის ადგილას ჩვენ გაგვეხსნას მაღაზია, არ მახსენდება, თუმცა არც გამოვრიცხავ, რომ მსგავსი შემთხვევა შეიძლება ყოფილიყო.

რაც შეეხება მთავრობასთან დალაგებას, წინა ადმინისტრაციასთან, არ ვიცი რა წყაროზე დაყრდნობით გაქვთ ეს ინფორმაცია. ან სად ნახეთ ჩემი ტრაბახი, ან სად მოგეცათ ამის საშუალება. ზოგადად, არ ვტრაბახობ და ამაზე საერთოდ არ ვტრაბახობ, რადგან ასე არაა. არც წინა ადმინისტრაციასთან, არც ამასთან. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ცალკე საკითხია, მაგრამ არ არის ეგრე. ამიტომ ნამდვილად ვერ ვხვდები ამ ფორმატში მსგავსი რაღაც რაში გჭირდებოდათ“,- განაცხადა „დეილი ჯგუფის“ თანადამფუძნებელმა, არჩილ გეგენავამ.

დაჯი კოვზირიძის განცხადებას კომისიის სხდომაზე ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი და აღნიშნა, რომ „ქართულ ჯიგრულ პონტში“ ურთიერთობები მისი ლიდერის ხელწერაა.

„რადგან ჩემი ოპოზიციონერი კოლეგის უგუნური კითხვის მეორე მხარე მთავრობაც იყო, შევახსენებ, რომ „ქართულ ჯიგრულ პონტში“ მისი ლიდერის ხელწერაა, ამიტომ შეუძლია თავისკენ მოიკითხოს“,- აღნიშნა წილოსანმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა