ბაკურ კვაშილავა - ინიციატივა, რომელიც „ლელომ“ გააჟღერა, ნაადრევია, რადგან „ქართულ ოცნებას“ „მოსკოვის მექანიზმთან“ დაკავშირებით აქვს ბევრ კითხვაზე პასუხი გასაცემი

მიგვაჩნია, რომ ნაადრევია ინიციატივა, რომელიც „ლელომ“ გააჟღერა, რადგან „ქართულ ოცნებას“ ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი, მათ შორის, „მოსკოვის მექანიზმთან“ დაკავშირებით, როგორ აპირებს თანამშრომლობას და იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც მოცემულია, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ გენერალურმა მდივანმა ბაკურ კვაშილავამ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, „ქართულ ოცნებას“ მიღებული დარტყმების გასაანალიზებლად დრო სჭირდება.

„აქედან გამომდინარე, „ლელოს“ ინიციატივას ისეთი პასუხი შეხვდა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რასაც ველოდით. „ქართულ ოცნებას“ გარკვეული დრო სჭირდება, რათა გადახარშოს ის მძიმე დარტყმა, რომელიც „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების გამო მიიღო. რეალური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასთან“ მაშინ დაიწყება, როცა ის ისეთ ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, სადაც ცხადი იქნება, რომ „ქართული ოცნება“ ნელ-ნელა აპირებს გააკეთოს ის, რასაც ამდენი ხანია ვითხოვთ - ქართველ ხალხს დაუბრუნოს ძალაუფლება.

რა თქმა უნდა, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება უნდა მოხდეს და ყველა იმ კანონის გაწვევა, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში მიიღეს და იმ მინიმალური გარემოს შექმნა, რომელიც საქართველოში უზრუნველყოფს ელემენტარული დემოკრატიული პროცესების დაწყებას“, - განაცხადა კვაშილავამ.

კითხვაზე, მოიაზრებს თუ არა ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად, კვაშილავა დადებით პასუხს სცემს.

„მე პირადად მოვიაზრებ, რადგან იმდენად პრობლემურია საქართველოს სამართლებრივი სისტემა, რომ შეუძლებელია ისეთი მაღალი პროფილის მქონე პოლიტიკოსის საქმე, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, მიუკერძოებლად განხილულიყო. ეს რა არის სასამართლო, რომელიც ჩვენს ნდობას იმსახურებს“, - განაცხადა კვაშილავამ.

კითხვაზე, არიან თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა მაღალჩინოსნებიც პოლიტპატიმრები, კვაშილავა აქაც დადებით პასუხს სცემს.

„ტექნიკური თვალსაზრისით კი, ისინი დაპატიმრებული არიან არა იმის გამო, რომ კორუფციაში არიან ჩაფლული, არამედ, იმიტომ რომ შიდა ბრძოლას შეეწირნენ, ამ გაგებით და ფორმალურად, ისინი პოლიტიკური მიზნის გამო არიან დაპატიმრებულები“, - განაცხადა კვაშილავამ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა