გიორგი ბუტიკაშვილი - „ქართული ოცნება“ თავადაც თანამშრომლობდა „მოსკოვის მექანიზმთან“, დასკვნაში 190-დან 90 გვერდი დათმობილია „ქართული ოცნების“ არგუმენტაციაზე - ხელისუფლებას დრო ჰქონდა, მყარი არგუმენტები წარედგინა ექსპერტიზისთვის

„ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ მოემზადებინა ისეთი ანგარიში, რომელიც საერთაშორისო ექსპერტიზას თავის სიმართლეში დაარწმუნებდა, თუმცა მათ ეს ვერ მოახერხეს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბუტიკაშვილმა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, „ნებისმიერი პროპაგანდისტული ხაზი, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ მიმართავს, თვითგადარჩენისთვის არის მიმართული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ“.

„ქართულ ოცნება“ თავადაც თანამშრომლობდა „მოსკოვის მექანიზმთან“, ეს თავადაც თქვეს. ამ დასკვნაში 190 გვერდიდან 90 გვერდი არის დათმობილი „ქართული ოცნების“ არგუმენტაციაზე. შესაბამისად, ხელისუფლებას დრო ჰქონდა, მყარი არგუმენტები წარედგინა ექსპერტიზისთვის. სანამ „მოსკოვის მექანიზმი“ ამუშავდებოდა, მანამდე იყო „ვენის მექანიზმი“, სადაც „ქართულ ოცნებას“ ასევე ჰქონდა შესაძლებლობა, არგუმენტაცია წარედგინა. წარადგინეს არასრულყოფილი არგუმენტაცია. სწორედ ამიტომ, საჭირო გახდა „მოსკოვის მექანიზმის“ ამუშავება. ნებისმიერი პროპაგანდისტული ხაზი, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ მიმართავს, თვითგადარჩენისთვის არის მიმართული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ. „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ მოემზადებინა ისეთი ანგარიში, რომელიც საერთაშორისო ექსპერტიზას თავის სიმართლეში დაარწმუნებდა, თუმცა მათ ეს ვერ მოახერხეს“,-განაცხადა ბუტიკაშვილმა.

ამასთან, მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ საქართველოს საკითხზე დაგეგმილი განხილვაც შეაფასა და განაცხადა, რომ „ევროკავშირისგან უფრო მეტ ზეწოლას უნდა ველოდოთ“.

„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით ადამიანის უფლებების ხელყოფაზე, ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, წამების ფაქტებზე, არჩევნების გაყალბებაზე და ასე შემდეგ, ეს იყო ჩვენი სიტყვები, თუმცა „მოსკოვის მექანიზმმა“ შექმნა პრეცედენტი და ფაქტობრივად, დაადასტურა ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ვამბობდით. საერთაშორისო დონეზე, მათ შორის ევროკავშირის, ახალ განზომილებაში გადავიდა საქართველოსთან ურთიერთობები. ამიტომ, ბევრად უფრო მკაცრი იქნება ევროკავშირი მიუხედავად იმ ფრაგმენტაციისა, რაც ევროკავშირს შიდა სტრუქტურებში სანქციებთან მიმართებით აქვს, თუმცა აქაც არის შესაძლებლობა, ევროკავშირმა ბლოკადა გაარღვიოს სწორედ ამ მექანიზმიდან გამომდინარე იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი დასკვნა, რომელიც „მოსკოვის მექანიზმმა“ დადო. ამიტომ, ჩვენ ევროკავშირისგან უფრო მეტ ზეწოლას უნდა ველოდოთ“,-განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა