მარტში, ქალთა დღესასწაულების პერიოდში კიდევ უფრო აქტიურად აღვნიშნავთ ხოლმე მათ მიღწევებსა და შეტანილ წვლილს მეცნიერებაში, ხელოვნებაში, პოლიტიკასა და სხვა დარგებში. მწერლობა კი ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელსაც ქალებმა მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნიეს.
გთავაზობთ როგორც კლასიკოსი, ასევე თანამედროვე ქალი მწერლების ავტორობით შექმნილ ყველაზე პოპულარულ წიგნებს „ბიბლუსის“ ქსელში, რომლებიც აუცილებლად მოახდენს თქვენზე შთაბეჭდილებას:
ლუიზა მეი ოლკოტი მეცხრამეტე საუკუნის ამერიკელი მწერალია, რომელიც უმეტესად ახალგაზრდულ და საოჯახო თემებზე ქმნიდა ნაწარმოებებს. ავტორი ფილადელფიაში დაიბადა და გაიზარდა. ყველაზე დიდი აღიარება მოუტანა რომანმა „პატარა ქალები“, რომელიც ოთხი დის ცხოვრების ისტორიას გვიამბობს. ნაწარმოები ნაწილობრივ დაფუძნებულია ავტორის გამოცდილებასა და ბავშვობის ისტორიებზე. რომანი დაიწერა მასაჩუსეტსის შტატში, კონკორდში მდებარე სახლში – Orchad House, რომელსაც 350-წლიანი მდიდარი ისტორია აქვს. ამ სახლის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი "Orchad House: Home of Little Women" 2019 წელს სატელევიზიო პრემია "ემით" დაჯილდოვდა.
ლუიზა მეი ოლკოტის შემოქმედება ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა ოჯახური ღირებულებები, მეგობრობა, შრომის საკითხები, დამოუკიდებლობა და სხვა. ლუიზა ოლკოტი დღესაც მე-19 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ამერიკელ მწერლად მიიჩნევა, განსაკუთრებით საბავშვო და ახალგაზრდული ლიტერატურის სფეროში.
მიშელ ობამას „როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“, მსოფლიო ბესტსელერია, რომელმაც უამრავი მკითხველი შთააგონა.
ყოფილი პირველი ლედი იხსენებს, რომ ბავშვობაში უბრალო მისწრაფებები ჰქონდა. ყველაზე მეტად ძაღლი უნდოდა; კიდევ - ორსართულიანი სახლი შიდა კიბით. ასევე სურდა, მამას ოთხკარიანი ფურგონი ჰყოლოდა ორკარა „ბიუკის“ ნაცვლად; ჯერ კიდევ „კიკინებიანი“ გოგონა იყო, როცა დამაჯერებლად ამბობდა, რომ პედიატრობას აპირებდა. უფროს ძმას კი მუდმივად უჩიჩინებდა, რომ რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ყველა საგანში უმაღლესი შეფასება უნდა ჰქონოდა. მიშელი თავად წერს, რომ თავიდანვე ამბიციური იყო და მკითხველს უზიარებს, რა გავლენა მოახდინა ამან მის მოტივაციასა და წარმატებაზე.
შარლოტა ბრონტე მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ინგლისელი მწერალი, რომლის შემოქმედებაც არასდროს კარგავს მკითხველთა ფართო წრეების ინტერესს, ხშირად ხდება ეკრანიზაციების შთაგონება.
მისი პირველი რომანი იყო „მასწავლებელი“, რომელიც მწერალს ყველა გამომცემლობამ უკანვე დაუბრუნა. ინგლისელმა ლიტიკოსმა, მწერალმა და ბიოგრაფმა, რობერტ საუთიმაც შარლოტის ლექსები უკან დააბრუნა და თან წერილში დიდაქტიკური დარიგებებიც დაურთო: მწერლობა ქალის საქმე არ არისო. მაგრამ ამ დარიგებამაც რომანების წერაში მწერალს ხელი ვერ შეუშალა. 1847 წელს მან გამოაქვეყნა ახალი რომანი „ჯეინ ეარი“, რომელმაც მწერალს დიდი წარმატება მოუტანა.
წიგნი მოგვითხრობს პატარაობაშივე დაობლებული ჯეინის შესახებ, რომელიც შეძლებული ბიძის სახლში ცხოვრობს, მაგრამ ულმობელი ბიცოლა და მისი გაზულუქებული შვილები ცუდად ეპყრობიან. გონიერ, შეუპოვარ და დაუმორჩილებელ გოგონას ათი წლის ასაკში მიაბარებენ საქველმოქმედო სასწავლებელში, სადაც ასევე მძიმე ცხოვრება აქვს. სასწავლებლის დასრულების შემდეგ ჯეინი აღმზრდელად მუშაობას იწყებს თორნფილდჰოლში, რომელიც მისტერ როჩესტერს ეკუთვნის და აქედან იწყება მისი სიყვარულის ისტორიაც.
თუ სოციალური მედიის აქტიური მომხმარებელი ხართ, შეუძლებელია, ამ წიგნის შესახებ ერთხელ მაინც არ გქონდეთ გაგონილი ან ფრაზა - Let them არ შეგხვედროდათ. წიგნი, რომელიც პოდკასტისა და წიგნების ავტორმა, მელ რობინსმა საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და მიგნებებსა და სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით გამოსცა, მილიონობით ადამიანის მოტივაცია და შთაგონება გახდა. „ნება მიეცით მათ“ არის ფილოსოფია, რომელიც დაგეხმარებათ, ფოკუსირდეთ საკუთარ თავზე, დაძლიოთ იმედგაცრუება და აღიდგინოთ მოტივაცია.
ეს არის წიგნი ცხოვრებისეულ ფილოსოფიაზე, რომელიც საშუალებას მოგცემთ, იპოვოთ გზა სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად.
მანიფესტირება თანამედროვე ადამიანებში წარმატების მიღწევის ერთ-ერთ გზად იქცა, თუმცა რეალურად მუშაობს თუ არა ის? სტეფანი კიტი თავის წიგნში გვასწავლის, როგორც მოვიპოვოთ წვდომა საკუთარ მიზანმიმართულ ენერგიაზე, რათა სამყაროს გავუგზავნოთ შეტყობინება, როგორ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება და გახდეთ ისეთი ადამიანი, როგორადაც ყოფნაზე ყოველთვის ვოცნებობდით.
პოპულარული ქალი ავტორის ეს წიგნი გვთავაზობს ხელმისაწვდომ, ყოველდღიურ ხერხებს, როგორიცაა: ჩანაწერების გაკეთება, სუნთქვითი პრაქტიკა, მედიტაცია, გამამხნევებელი სიტყვებისა და წინადადებების ყოველდღიური გამეორება, კრეატიული თამაში, რომელიც ჩვენი სურვილების გამოვლინებას უწყვეტ პროცესად გადააქცევს.
ამ კლასიკოსი და თანამედროვე ავტორების წიგნები მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება თქვენი პირადი ბიბლიოთეკისთვის.
(R)