ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 მარტს 11:00-იდან 12:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბიჩნიგაურები, ქვემო არანისი, ჟინვალი, უნდილაანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგურამო, წილკანი, ბიწმენდი, არაშენდა, ახალუბანი და მიმდებარე სოფლებში; 15:30-იდან 16:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძეგვი, არმაზი, ნიჩბისი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.