ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე - მისი მდგომარეობა არის ტრაგიკული

როდესაც ევროპული ქვეყნის ელჩს უწევს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფის „გაპრავება“, ეს უკვე ტრაგიკულობის ხარისხზე მეტყველებს რამდენად მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი კონკრეტული ევროპული ქვეყნების ელჩებმა , - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას შეეხებოდა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „გერმანიის ელჩის არც თუ სასახელო დიპლომატიური კარიერა ივნისში დასრულდება“.

„მისი მდგომარეობა არის ტრაგიკული, ყველაფერთან დაკავშირებით. ყულევს რაც შეეხება, ყულევთან დაკავშირებით მისი განცხადება ამის დასტურია. რაც შეეხება „იმედთან“ დაკავშირებით განცხადებას, ესეც ამის დასტურია.

როდესაც ევროპული ქვეყნის ელჩს უწევს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფის „გაპრავება“, ეს უკვე ტრაგიკულობის ხარისხზე მეტყველებს რამდენად მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი კონკრეტული ევროპული ქვეყნების ელჩებმა. ეს არის მძიმე მდგომარეობა. დანარჩენი - ამ კაცს გასდის ვადა ივნისში, საბოლოოდ ასე დასრულდება მისი არც თუ სასახელო დიპლომატიური კარიერა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ადასტურებს, რომ ყულევის პორტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში შეტანილი იყო, თუმცა, მისივე განმარტებით, მოგვიანებით ამოიღეს მას შემდეგ, რაც ბლოკმა საქართველოს ხელისუფლებისა და პორტის ოპერატორ SOCAR-ისგან ვალდებულებების შესრულების პირობა მიიღო.

„ქართული მედია, მათ შორის სანქცირებული მხარეები, გამუდმებით მთხოვენ, დავაზუსტო ჩემი განცხადება სანქციების მე-20 პაკეტსა და ყულევის პორტთან დაკავშირებით. ვადასტურებ ჩემს განცხადებას, რომ ყულევი შეტანილი იყო ევროკავშირის წინადადებაში და წარმოდგენილი იყო მტკიცებულებების პაკეტი. ევროკავშირის სანქციებს საბჭო წყვეტს. წინადადებებს კომისია/ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური წარადგენს. ყველა წინადადებას აქვს მტკიცებულებების პაკეტი“, - წერს ელჩი.

ამასთან, ის ციტირებს წერილს, რომელიც სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს გაუგზავნა და რომელშიც აღნიშნულია, რომ ყულევის პორტი სანქციების პაკეტიდან ამოიღეს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები აიღეს.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა