პრემიერი - ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით: ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის, არც ჰააგის მექანიზმი გვაინტერესებს - არაფრის მოლოდინი არ მაქვს, ქვეყანა განაგრძობს სტაბილურად განვითარებას

მე არაფრის მოლოდინი არ მაქვს, მე მაქვს ერთადერთი რამის მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყანა განაგრძობს სტაბილურად განვითარებას. ვერავის ვერ შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის. არც ჰააგის მექანიზმი არ გვაინტერესებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, აქვს თუ არა მას ჰააგის სასამართლოს მოლოდინი.

კობახიძის თქმით, ერთი ექსპერტის მიერ 14 დღეში დაწერილ 100-გვერდიან დოკუმენტს სამართლებრივი დასკვნის პრეტენზია ვერ ექნება.

“რაც შეეხება “მოსკოვის მექანიზმს, ჰააგას და ა.შ. ეს ჩვენთვის ვერ იქნება საინტერესო გამომდინარე იქიდან, რომ ის, რაც არის ასახული “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშში, თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია სიცრუეზე. ეს არ გვაინტერესებს, ჩვენ ერთი რამ გვაინტერესებს, მაგალითად ის, რომ ამ ანგარიშის ავტორს პირი უბრუნდება და საუბრობს მედიის თავისუფლებაზე, როდესაც ამ მექანიზმის ერთ-ერთი ინიციატორია დიდი ბრიტანეთი, რომელმაც პირდაპირ და უხეშად სცადა საქართველოში მედიის გაჩუმება. ეს არის მთავარი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, დანარჩენი ყველაფერი არის უინტერესო.

ვერავის ვერ შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის. არც ჰააგის მექანიზმი არ გვაინტერესებს. იმდენად აბსურდულია ეს თემა, რომ საეროდ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. ეს არ არის სამართლებრივი დასკვნა, ეს არის მთლიანად პოლიტიკური დასკვნა.

როდესაც ერთი ექსპერტი 14 დღეში წერს 100-გვერდიან დოკუმენტს, ამას პრეტენზია ვერ ექნება სამართლებრივ დასკვნაზე. 14 დღეში შეისწავლა, დაწერა 100-გვერდიანი დოკუმენტი, რა თქმა უნდა, ეს არის ცარიელი პოლიტიკური დასკვნა და, შესაბამისად, ქართული საზოგადოებისთვის ვერ ექნება ამ დოკუმენტს ფასი.

მე არაფრის მოლოდინი არ მაქვს, მე მაქვს ერთადერთი რამის მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყანა განაგრძობს სტაბილურად განვითარებას”, - განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა