ირაკლი კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპული ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე ძალების კარნახით - ევროპული სუვერენიტეტი არის ძალიან დაბალ ნიშნულზე

მთელი მსოფლიო არეულია. ამ არეულობაში ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი არის ევროპა, ევროპელი ხალხი, ევროპის მოსახლეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, პირველ რიგში, ეკონომიკური კუთხით „ძალიან მძიმედ დაეტყო არეულობა“ ევროპის კონტინენტს და კონკრეტულად ევროკავშირის სივრცეს.

„ასეთ დროს, ევროკავშირის ბიუროკრატია წესით უნდა ცდილობდეს ახალი გზების გამონახვას, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და პოლიტიკური პარტნიორობის გაღრმავებისთვის და როდესაც ასეთ პირობებში, პირიქით, ევროპული ბიუროკრატია ცდილობს კავშირების ჩაჭრას, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, სტრატეგიული ხაზების ჩაჭრას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპული ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე ძალების კარნახით, რაც აბსოლუტურად ცხადია. ზუსტად ასეთი კარნახით მოახერხეს მათ და ევროპის ეკონომიკა, რომლის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30%, შეამცირეს 17.5%-მდე. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ევროპული სუვერენიტეტი არის ძალიან დაბალ ნიშნულზე", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა