საჭიროების შემთხვევაში მარაგებიდან მეტი ნავთობის გამოთავისუფლება შეგვიძლია. ამის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) აღმასრულებელმა დირექტორმა, ფათიჰ ბიროლმა განაცხადა.
„ჩვენ ჯერ კიდევ დიდი მარაგი გვაქვს დარჩენილი. თუ ამის საჭიროება იქნება, წევრ ქვეყნებს მეტი ნავთობის გამოთავისუფლება შეუძლიათ“, - განაცხადა IEA-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
მისი თქმით, IEA-ის წევრი ქვეყნების ნავთობის საგანგებო მარაგებში 1.4 მილიარდ ბარელ ნავთობზე მეტი რჩება.
ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების ფონზე, გასულ კვირას სააგენტოს წევრმა ქვეყნებმა 400 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის გამოთავისუფლებას დაუჭირეს მხარი.