მამუკა კაციტაძე - თუ ისრებს „ლელოსკენ“ მივმართავთ, მაშინ უნდა მივმართოთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისკენაც, რომელმაც თქვა: „მოძებნოთ დიალოგის ფორმაო“ - პაპუაშვილმა და კობახიძემ კი მათი მოკლე გზა ჰააგამდე კიდევ დაამოკლეს

პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა უნდა ეძებდეს გამოსავლებს. მცდელობას ყოველთვის აქვს აზრი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რითაც შეაფასა „ლელოს“ მიერ დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება.

როგორც კაციტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, დიალოგის იდეა ასევე ემთხვევა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას რეკომენდაციას.

ამასთან, კაციტაძე დასძენს, რომ „ლელოს“ განცხადება ხელისუფლებისთვის პირდაპირი შეთავაზება არ ყოფილა და ის უფრო პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებას წარმოადგენდა.

„მივედით ლოგიკურ დასკვნამდე, რომ თუ რამე დაალაგებს, განმუხტავს, ესკალაციას შეწყვეტს და განვითარების გზაზე დააყენებს ჩვენს სახელმწიფოს, არის მოლაპარაკებების მაგიდა. ამ თემაზე ჩვენ ნაფიქრი გვქონდა, ამის პარალელურად რამდენიმე დღის წინ ვნახეთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია ე.წ. „მოსკოვის მექანიზმი“, რომ დაეხმარეთ საქართველოს, რომ შეიქმნას მოლაპარაკების ფორმატი, რადგან სიტუაციის ასეთი ფორმით გაგრძელება არ შეიძლება და უნდა მოიძებნოს სიტუაციის ნორმალურად განვითარების არხები.

პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა უნდა ეძებდეს გამოსავლებს. მცდელობას ყოველთვის აქვს აზრი. თუ იმას ვიტყვით, რომ უშედეგო ინიციატივას რა აზრი ჰქონდა და ისრებს „ლელოსკენ“ მივმართავთ, მაშინ იგივე ისრები უნდა მივმართოთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისაკენ, რომელმაც თქვა, რომ მოძებნეთ დიალოგის ფორმაო.

ჩვენ ეს შეთავაზება ხელისუფლებისთვის არ გაგვიკეთებია, ეს არის „ლელოს“ განცხადება და ეს არის პირველ რიგში, პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება“,- განაცხადა კაციტაძემ.

კაციტაძემ ასევე შეაფასა ამავე თემაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის თქმითაც, „ლელო“ ცდილობს თავი აარიდოს საკონსტიტუციო სარჩელსა და შესაბამის პროცესებს.

კაციტაძის თქმით, დიალოგის ფორმატის მოძიება თავად ეუთო-ს რეკომენდაციაშიც ფიგურირებს.

„არ დააყოვნა რეაქციამ. ზოგიერთმა ისიც კი თქვა, რომ ჰააგისკენ მიმავალი გზა დააგრძელა ამ ინიციატივამო. „ლელომდე“ ეს გზა ეუთო-მ დააგრძელა. დღეს პაპუაშვილმაც და კობახიძემ მათი მოკლე გზა ჰააგამდე, კიდევ დაამოკლეს. „ლელოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით კობახიძის დღევანდელი კომენტარი, წინ უძღოდა 8 პუნქტიანი უარყოფა იმ შეფასებებისა და იმ რეკომენდაციებისა, რომელიც წარადგინა „მოსკოვის მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფმა“,- განაცხადა კაციტაძემ.

მისივე თქმით, „ლელოს“ მიერ დასმული საკითხები ახალი არ არის და მსგავსი მოსაზრებები საზოგადოებაშიც არაერთხელ გაჟღერებულა - „რა ვთქვით ისეთი, რაც საზოგადოების მხრიდან არ მოგისმენიათ?“,- დასძენს მამუკა კაციტაძე.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა