კაია კალასი - ევროკავშირის მინისტრებმა საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის შემდგომი გაუარესების საკითხი განიხილეს, თუმცა უფრო დეტალურად მომავალ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს უფრო დეტალურად შემდეგ შეხვედრაზე განიხილავენ.

„მინისტრებმა საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის შემდგომი გაუარესების საკითხიც განიხილეს, თუმცა ამის შესახებ უფრო დეტალურად მომავალ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ამასთან, კალასის ცნობით, სომხეთის თხოვნით, 7 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ევროკავშირი ქვეყანაში სწრაფი რეაგირების ჯგუფს გაგზავნის.

„სომხეთის თხოვნის საფუძველზე, ევროკავშირი ჰიბრიდულ სწრაფი რეაგირების ჯგუფს გაგზავნის, რათა ქვეყანას არჩევნების წინ არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს“, - აღნიშნა კალასმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა