კუბაზე ელექტრომომარაგების სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც, მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კუბის ელექტრომომარაგების ქსელის ოპერატორმა UNE-მ განაცხადა, რომ დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და გათიშვის მიზეზს იძიებს.
შეგახსენებთ, იანვარში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელიდან კუბაზე ნავთობის ექსპორტი აკრძალა და ქვეყნებს, რომლებიც კუბას ნავთობს აწვდიან, ტარიფების დაწესებით დაემუქრა.
კუბის პრეზიდენტის, მიგელ დიას-კანელის ცნობით, ქვეყანას საწვავი ბოლო სამი თვის განმავლობაში არ მიუღია.
ასევე, მიგელ დიას-კანელმა პარასკევს განაცხადა, რომ კრიზისის მოსაგვარებლად კუბა აშშ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ქვეყანაში შექმნილი კრიზისის ფონზე ანტისამთავრობო დემონსტრანტები შაბათს ცენტრალურ კუბაში, ქალაქ მორონში კომუნისტური პარტიის ოფისს თავს დაესხნენ. დემონსტრანტებმა შენობას ქვები დაუშინეს და ოფისში ცეცხლი გააჩინეს.