ნუგზარ წიკლაური - „ოცნების” უმძიმესი მდგომარეობა გამოიხატა იმაში, რა განცხადებებიც გააკეთეს „მოსკოვის მექანიზმზე“, პერსონალიზაცია არაფერს წყვეტს - მოლოდინი არც არსებობდა, რომ გაიაზრებდნენ რეალობას, რომელშიც აღმოჩნდნენ და თავი ამოაყოფინეს ქვეყანას

“ქართული ოცნების” უმძიმესი მდგომარეობა გამოიხატა იმაში, რა განცხადებებიც გააკეთეს. საქართველოს მხარეს ასევე ჰქონდა შესაძლებლობა, აერჩია ექსპერტი, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” “მოსკოვის მექანიზმზე” საუბრისას განაცხადა.

წიკლაურის თქმით, არავითარი მოლოდინი არ არსებობდა იმის, რომ “ქართული ოცნება” გაიაზრებდა იმ რეალობას, რომელშიც ის აღმოჩნდა.

“ქართული ოცნების” უმძიმესი მდგომარეობა გამოიხატა იმაში, რა განცხადებებიც გააკეთეს, რომ თითქოს ვიღაც არის პოლონელი, პოლონელები, ხომ იცით, რომ ჩვენს წინააღმდეგ არიან და ა.შ. აი, ეს პერსონალიზაცია არაფერს არ წყვეტს. საქართველოს მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, აერჩია ექსპერტი. ხომ იყო ეს ერთი პოლონელი ექსპერტი დასახელებული, საქართველოს მხარეს ასევე ჰქონდა შესაძლებლობა, აერჩია ექსპერტი ექსპერტთა ჯგუფიდან, რომელიც დამტკიცებულია და შემდეგ ეს ორი ექსპერტი მესამე ექსპერტსაც აირჩევდა. იმიტომ არ დანიშნეს ექსპერტი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ერთ ექსპერტს დანიშნავს, სამს თუ ჩვიდმეტს, ამით არაფერი შეიცვლებოდა.

არავითარი მოლოდინი არ არსებობდა, რომ “ქართული ოცნება” გაიაზრებდა იმ რეალობას, რომელშიც აღმოჩნდა თავად და რომელშიც თავი ამოაყოფინა ჩვენს ქვეყანას. პასუხი იყო, რომ არაფერს არ გააკეთებენ. არაფერს თუ არ გააკეთებენ, ეს “მოსკოვის მექანიზმი” იძლევა ხელისუფლებაზე ძალიან ეფექტური კონტროლის რამდენიმე შესაძლებლობას. ის ჩამონათვალი, რომელიც ეხება გაეროს უმაღლეს წარმომადგენლებს ადამიანის უფლებების საკითხებში, რომელთათვისაც უმნიშვნელოვანესია ეს დასკვნა, რომელშიც არ არიან მოქმედი პირები, აქ არიან მიუკერძოებელი დამკვირვებლები და ძალიან სერიოზული კომისია არის. მათთვის მნიშვნელოვანია ის მიგნებები, რაც იყო ადამიანების მოწამვლასთან დაკავშირებით, ციხეში გამოკეტვასთან დაკავშირებით და ყველა იმ მიმართულებით, რომელზეც არის საუბარი”, - აღნიშნა წიკლაურმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა “ლელო-ძლიერი საქართველოს” სახელისუფლო გუნდის მიმართ დიალოგის შეთავაზებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” არის იმ მდგომარეობაში, როდესაც მასთან ასეთი შეთავაზებები აღარ გამოდის.

“როდესაც ხელისუფლება წინა დღეს გეუბნება, თუ არ მაღიარებ, დაგიჭერო, როდესაც კვლავ ძალაშია კანონი, რომელიც მიხედვითაც ტროტუარზე დგომა პატიმრობას ითვალისწინებს, როდესაც 120-ზე მეტი პატიმარი ციხეშია, როდესაც ადამიანის უფლებები საერთოდ გათელილია ამ ქვეყანაში და როდესაც წინა დღეს ასეთი მნიშვნელოვანი დასკვნა [“მოსკოვის მექანიზმის” ანგარიში] არის გამოქვეყნებული, ამ ვითარებაში შემგუებლური ტონი იყო.

მას შემდეგ, რაც არჩევნები გააყალბეს, იყო უამრავი შეთავაზება პოლიტიკური პარტიების მხრიდანაც და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც, ევროპარლამენტის მხრიდანაც და საპარლამენტო ასამბლეის მხრიდანაც, რომ ეს ვითარება უნდა განიმუხტოს. მათ შორის, საუბარი იყო დიალოგზეც, მაგრამ ხელისუფლება ამ დიალოგის გზით არ წავიდა, წავიდა სულ უფრო და უფრო კანიბალური კანონების მიმართულებით, იჭერენ ადამიანებს პოლიტიკური მიზანშეწონილობით, ციხეში სვამენ, უსჯიან 5000-ლარიან ჯარიმებს.

ჩვენ ვნახეთ “ლელოს” განცხადების მთელი ილუზორულობა. ამ შეთავაზების მთელი ეს ილუზორულობა ყველაზე კარგად დაასაბუთა “ქართული ოცნების” პასუხმა. რეჟიმი არის იმ მდგომარეობაში, როდესაც მასთან ასეთი ტიპის საუბარი აღარ გამოდის”, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა