მედია - პენტაგონი ირანთან ომისთვის ბიუჯეტიდან 200 მილიარდ დოლარზე მეტს ითხოვს

პენტაგონმა თეთრ სახლს სთხოვა, დაამტკიცოს კონგრესისთვის წარსადგენი მოთხოვნა ირანში შემდგომი სამხედრო მოქმედებების დასაფინანსებლად 200 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის შესახებ, - ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, ეს თანხა მნიშვნელოვნად აღემატება მიმდინარე საჰაერო დარტყმების ხარჯებს და დაგეგმილია თანხების გამოყენება იმ კრიტიკული იარაღის წარმოების სასწრაფოდ გაზრდისთვის, რომელიც აშშ-სა და ისრაელის ძალებმა ბოლო სამი კვირის განმავლობაში ათასობით სამიზნეზე იერიშების დროს დახარჯეს.

პენტაგონმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რამდენიმე სხვადასხვა დაფინანსების მოთხოვნა წარადგინა და The Washington Post-ი წერს, რომ უახლესი ვერსია, სავარაუდოდ, კონგრესში დიდ პოლიტიკურ ბრძოლას გამოიწვევს.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი