კატარის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანის სარაკეტო იერიშების შემდეგ ბუნებრივი აირის ობიექტზე გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება

კატარის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანის სარაკეტო იერიშების შემდეგ ბუნებრივი აირის ობიექტზე გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება.

მათივე ცნობით, რას ლაფანის ენერგეტიკულ ობიექტზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ასევე, კატარის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ Qatar Energy განაცხადა, რომ ინდუსტრიულ ქალაქ რას ლაფანზე ირანის მიერ განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმებმა „მნიშვნელოვანი ზიანი“ გამოიწვია.

ცნობისთვის, ბოლო 12 საათში ირანმა კატარის რას ლაფანის თხევადი ბუნებრივი აირის გადამამუშავებელ ობიექტს ორჯერ დაარტყა. ირანში განაცხადეს, რომ იერიშები ისრაელის მიერ სამხრეთ ფარსის გაზის საბადოზე განხორციელებული დარტყმის პასუხი იყო.

მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ ირანი თავს დაესხმება კატარს, მაშინ, აშშ მასიურად ააფეთქებს სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს. ტრამპის თქმით, ირანის სამხრეთ ფარსის გაზის საბადოზე თავდასხმა ისრაელმა განახორციელა და ამის შესახებ კატარსა და აშშ-ს ინფორმაცია არ ჰქონდათ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი