ემანუელ მაკრონი კატარის ამირასა და დონალდ ტრამპს ესაუბრა

ემანუელ მაკრონი კატარის ამირასა და დონალდ ტრამპს ესაუბრა. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცნობით, ირანსა და კატარში ბუნებრივი აირის ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ კატარის ამირას, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანისა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა.

„ჩვენს საერთო ინტერესებში შედის, რომ დაუყოვნებლივ გამოვაცხადოთ მორატორიუმი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, კერძოდ, ენერგეტიკული და წყალმომარაგების ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებზე“, - წერს მაკრონი X-ზე.

მაკრონის განცხადებით, „მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები სამხედრო ესკალაციისგან დაცული უნდა იყოს“.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი