ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ

ირანში მიმდინარე ომსა და იმაზე, სავარუდოდ, როგორ აისახა ომი ირანში სომხესა და აზერბაიჯანში განსახორციელებელ იმ გეგმებზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ვაშინგტონმა აზერბაიჯანთან და სომხეთან ერთად სამხრეთ კავკასიაში დაანონსა, „ინტერპრესნიუსი“კავკასიური პოლიტიკური ანალიზის ცენტრის დირექტორს, ახმედ ალილის ესაუბრა.

- ბატონო ახმედ, ირანში ამერიკა-ისრაელის სამხედრო ოპერაცია ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. უკვე შეიძლება გარკვეულ შედეგებზე საუბარი ამერეკელებისა და ისრაელის სასარგებლოდ, მაგრამ, უკვე ცხადადაც კი ჩანს, რომ ის, რაც ირანში დაიწყო არც მალე დასრულდება და არც იმ შედეგით, აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი და ისრაელის პრემიერი ნეთანიაჰუ ვარაუდობდნენ.

აზერბაიჯანს ირანთან სახმელეთო საზღვარი აქვს და აზერბაიჯანიდან ახლოს ვითარდება ის პროცესები, რაც ახლა ირანშია დაწყებული.

როგორია ხედვა იმ პროცესებზე ბაქოდან, რაც ახლა სამხრეთ კავკასიის სამეზობლოში ხდება?

- ირანში რთულად ვითარდება პროცესები, მაგრამ, ვფიქრობ რომ აშშ-მ შეძლო იმ გეგმების შესრულება რაც დასახული ჰქონდა. თითქმის სრულადაა გაანადგურებული სამხედრო სამიზნეები, ბირთვულ პროგრამების ობიექტები, ბალისტიკური რაკეტების მწარმოებელი ქარხნები.

აშშ-სა და ისრაელს ირანის საჰაერო სივრცეში სრული უპირატესობა აქვთ. პრაქტიკულად, სრულადაა განადგურებული ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ამაზე ისიც მეტყველებს რომ ამ ქვეყნების საჰაერო ძალები დაუსჯელად ბატონობენ ირანის საჰაერო სივრცეში.

თუ ამას იმასაც დავუმატებთ, რომ ამ ოპერაციის ფარგლებში ირანის სულიერი ლიდერი და საკმაოდ მაღალი რანგის რელიგიური პირები, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსნები არიან განადგურებული, სურათი მეტ-ნაკლებად ცხადადაც კი ჩანს იმ თვალსაზრისით, თუ რა მდგომარეობაშია ირანის სამხედრო შესაძლებლობები.

რაც შეეხება პოლიტიკურ შედეგებს. დღევანდელ მსოფლიოში სამხედრო მიზნების მიღწევა სულაც არ ნიშნავს იმას რომ პოლიტიკური მიზნების მიღწევა შესაძლებელია. ირანში საომარი მოქმედებების დაწყებამდე აშშ-სა და ირანს ორივეს ჰქონდა ისეთი ტაქტიკა რომ ისინი ვითარების შესაბამისად იმოქმედებდნენ.

დღევანდელ მსოფლიოში სამხედრო მიზნების მიღწევა სულაც არ ნიშნავს იმას რომ პოლიტიკური მიზნების მიღწევა შესაძლებელია. ირანში საომარი მოქმედებების დაწყებამდე აშშ-სა და ირანს ორივეს ჰქონდა ისეთი ტაქტიკა რომ ისინი ვითარების შესაბამისად იმოქმედებდნენ

აშშ-ს ჰქონდა მოლოდინი რომ მას შემდეგ რაც რელიგიური ლიდერების ლიკვიდაცია მოხდებოდა, ირანელი ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა და აჯანყებული ხალხი ხელში აიღებდა ძალაუფლებას.

მაგრამ, ამ რეგიონის ხალხის მენტალიტეტი ისეთია, რომ როცა სულიერი ლიდერების ლიკვიდაცია ხდება, ხალხის დიდი ნაწილი თუ არსებული ხელისუფლების ირგვლივ არ იწყებს კონსოლიდირებას, კონსოლიდირდება იმ სიმბოლოს ირგვლივ რომელიც მათ აქვთ. ამ შემთხვევაში ეს არის ისლამური ხელისუფლების დროშა, რომლის დაცვასაც ახლა ისლამური საგუშაგოს სხვადახვა დაჯგუფებები ცდილობენ.

მოვლენათა ამგვარი განვითარება ირანში საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა აშშ-ს მოქალაქეებისთვის, რაც აისახა კიდეც აშშ-ს საშინაო პოლიტიკაზე. აშშ-ში იყო მოლოდინი რომ ირანში ვენესუელის სცენარი განმეორდებოდა და ახლა ხედავენ რომ ასე არ ხდება, იზრდება მათი რიცხვი, ვინც აშშ-ში ნოემბრისათვის შუალედურ არჩევნებზე დემოკრატების მოგებას პროგნოზირებს.

აშშ-ში იყო მოლოდინი რომ ირანში ვენესუელი სცენარი განმეორდებოდა და ახლა ხედავენ რომ ასე არ ხდება, იზრდება მათი რიცხვი, ვინც აშშ-ში ნოემბრისათვის შუალედურ არჩევნებზე დემოკრატების მოგებას პროგნოზირებენ

ამ თემაზე ანალიტიკური მასალები მიანიშნებენ იმაზე რომ ომი ირანში არ შეიძლება 10 დღეზე მეტ ხანს გაგრძელებულიყო. ყველამ იცოდა რომ ირანში საბრძოლო მოქმედებების მაქსიმალურად გაგრძელება ნეგატიურად აისახებოდა ტრამპის რეიტინგზე და შესაბამისად ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე.

ახლა ვხედავთ, რომ ირანში ომის გაგრძელებაზე აქტიურად მუშაობენ ირანელები. ასეთ ვითარებაში, ტრამპის ადმინისტრაციას იმ თვალსაზრისით ექნება პრობლემები რომ ტრამპმა თუ გადაწყვიტა ომის გაგრძელება, ამის უფლება და რაც მთავარია ფინანსები მან კონგრესის თანხმობით უნდა მიიღოს. გარდა ამისა, ტრამპს მოუწევს ირანში კოალიციურ მოქმედებებზე იფიქროს და მოელაპარაკოს პარტნიორებს ირანის წინააღმდეგ დაწყებულ ოპერაციაში მიიღონ მონაწილეობა.

ტრამპის ადმინისტრაციას იმ თვალსაზრისით ექნება პრობლემები რომ ტრამპმა თუ გადაწყვიტა ომის გაგრძელება, ამის უფლება და რაც მთავარია ფინანსები მან კონგრესის თანხმობით უნდა მიიღოს. გარდა ამისა, ტრამპს მოუწევს ირანში კოალიციურ მოქმედებებზე იფიქროს და მოელაპარაკოს პარტნიორებს ირანის წინააღმდეგ დაწყებულ ოპერაციაში მიიღონ მონაწილეობა

საქმე იმაშია, რომ აშშ-ს პრეზიდენტს სამხედრო ოპერაციების გარკვეულ ჩარჩოებში დაფინანსება შეუძლია, მაგრამ, როცა დიდი ხნით სამხედრო ოპერაციის დაფინანსებაზეა საუბარი, ამაზე მან თანხმობა კონგრესისაგან უნდა მიიღოს.

- გავრცელებული ცნობებით, პენტაგონმა ირანში ომის გაგრძელებისთვის 100 მილიარდი აშშ დოლარი მოითხოვა...

- ცხადაც კი ჩანს, რომ ირანში დაწყებულ პროცესთან დაკავშირებით ჩაერთო აშშ-ს საშინაო პოლიტიკაში არსებული ვითარება და ახლა ვითარება ასეთია - თუ პრეზიდენტ ტრამპს ირანში საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე შეეძლო ყველა გარე მოთამაშეების იგნორირება, ახლა მას უწევს კონსულტაციების გამართვა ევროპელ პარტნიორებთან. ამ კონსულტაციების ფარგლებში მას მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა კონგრესთან და ევროპელ პარტნიორებთანაც.

თუ პრეზიდენტ ტრამპს ირანში საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე შეეძლო ყველა გარე მოთამაშეების იგნორირება, ახლა მას უწევს კონსულტაციების გამართვა ევროპელ პარტნიორებთან. ამ კონსულტაციების ფარგლებში მას მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა კონგრესთან და ევროპელ პარტნიორებთანაც

ანუ, ახალი რეალობები გაჩნდება, რომლის გათვალისწინება პრეზიდენტ ტრამპს მოუწევს. ეს კი, როგორც ჩანს, არც ისე იოლი პროცესი იქნება.

- ვნახეთ რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა ჩაერთონ იმ პროცესში, რომელიც ირანშია დაწყებული. ამ მოწოდებაზე ვნახეთ ბრიტანეთის, გერმანიას, საფრანგეთისა და იტალიის პოზიციების დაფიქსირება.

ამის მიზეზად სახელდება ის, რომ ტრამპს ირანში საბრძოლო მოქმედებების დაწყებაზე მოლაპარაკებები ჰქონდა მხოლოდ ისრაელის პრემიერ ნეთანიაჰუსთან...

- ახლა ბევრი იხსენებს იმას, რომ ტრამპს ევროპელებისაგან განსხვავებით განსხვავებული პოზიციები ჰქონდა უკრაინის ომთან დაკავშირებით. გვახსოვს ტრამპის განცხადებები გრელანდიაზე, ნატოზე და ასე შემდეგ.

მაგრამ, საქმე იმაშია, რომ ამ თემებზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად აშშ უკრაინას ევროპული ფინანსებით აწვდის საბრძოლო იარაღს. რაც იმასაც ნიშნავს რომ ახლა ევროპელმა პარტნიორებმა უნდა გაუწიონ მოკავშირეობა აშშ-ს, რომლის უსაფრთხოებას დიდი ხნის მანძილზე და ახლაც აშშ უზრუნველყოფდა.

- ამ ლოგიკის საპასუხოდ ისმის რეპლიკები იმაზე, თუ როგორ ეწინააღმდეგებოდა პრეზიდენტი ტრამპი აშშ-ს მხრიდან უკრაინის დახმარებას. და ეს მაშინ, როცა ევროპის ტერიტორიაზე ომს პრეზიდენტი პუტინი აწარმოებს.

მეტიც, ამ ომის მიუხედავად, ტრამპი ხშირად აცხადებდა რომ პუტინთან მას კარგი ურთიერთობები აქვს და ასე შემდეგ. ფაქტი კი ისაა, რომ პუტინთან კარგი ურთიერთობების მიუხედავად მან ისიც ვერ შეძლო რომ პუტინს მიეღო გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

გარდა ამისა, ევროპელებს ახსოვთ ვიცე-პრეზიდენტ ვენსის განცხადებები ევროკავშირზე. მეტიც, იმასაც ამბობენ რომ არა რუბიოს დიპლომატიური ნაბიჯები აშშ-ევროპის ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდებოდა.

გაქვთ მოლოდინი, რომ ევროპა ტრამპს დაეხმარება ირანში შექმნილი კრიზისის დასაძლევად?

- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ფაქტია, რომ პირველად აშშ-ს დასჭირდა ევროპელი მოკავშირეების დახმარება. არა მარტო ევროპელების არამედ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების რომელთა უსაფრთხოებაზე წლების მანძილზე აშშ ზრუნავდა.

მიუხედავად იმ განცხადებებისა რომელიც ჩვენ ევროპელი ლიდერებისგან მოვისმინეთ, ვრცელდება ცნობები იმაზე რომ ამ ქვეყნების თავდაცვის სამსახურები აქტიურ კონტაქტში არიან თავის ამერიკელ პარტნიორებთან. ეს ასევე ესება ახლო აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებს. ახლა საინტერესო ისაა, რამდენად ეფექტური იქნება ირანთან კონფლიქტში აშშ-თან ერთად ევროპელებისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების პარტნიორობა.

პირველად აშშ-ს დასჭირდა ევროპელი მოკავშირეების დახმარება. არა მარტო ევროპელების არამედ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების რომელთა უსაფრთხოებაზე წლების მანძილზე აშშ ზრუნავდა... ახლა საინტერესო ისაა, რამდენად ეფექტური იქნება ირანთან კონფლიქტში აშშ-თან ერთად ევროპელებისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების პარტნიორობა

- ირანში მიმდინარე პროცესების ფონზე ვხედავთ რომ ირანის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები და რიტორიკა აზერბაიჯანის მიმართ საკმაოდ აგრესიულია.

შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს ის რომ აზერბაიჯანს საკმაოდ კარგი ურთიერთობები აქვს ისრაელთან. აზერბაიჯანი ისრაელს აწვდის ნავთობს. თან ოფიციალური ბაქო უპასუხოდ ვერ დატოვებდა ირანის მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის დაბომბვის ფაქტს.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რატომ აქვს ასეთი აგრესიული რიტორიკა ირანს აზერბაიჯანის წინააღმდეგ?

- დიახ, ამგვარ რიტორიკას მართლაც ჰქონდა ადგილი. ამას აქვს თავისი მიზეზები. მას შემდეგ, რაც ირანმა აზერბაიჯანის ტერიტორია დაბომბა ნახჭევანში, რაზეც მწვავე განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ამას მოჰყვა თეირანიდან აგრესიული რიტორიკა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ტონიც საკმაოდ მკაფიო იყო, მაგრამ, ამის შემდეგ ირანის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტს. თეირანმა იცის რომ იმ შემთხვევაში თუ ირანის მხრიდან აზერბაიჯანის მიმართ ამგვარი ქმედებები მომავალშიც იქნა, აზერბაიჯანი მათ უპასუხოდ არ დატოვებს.

თეირანმა იცის რომ იმ შემთხვევაში თუ ირანის მხრიდან აზერბაიჯანის მიმართ ამგვარი ქმედებები მომავალშიც იქნა, აზერბაიჯანი მათ უპასუხოდ არ დატოვებს

ეს კი იმას ნიშნავს რომ ბაქო მზადაა დაიცვას ის გეოპოლიტიკური პროექტები, რომელთა განხორციელება ამერიკელებთან, სომხეთთან და თურქეთთან ერთად დაგეგმილია.

- ირანში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე რა ტიპის და როგორი რისკები და გამოწვევები აქვს აზერბაიჯანს?

- ამ თემაზე ნაწილობრივ ვისაუბრე, მაგრამ დავამატებ. ირანში მიმდინარე პროცესების ფონზე ყველაზე აქტუალური კითხვაა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე - რამდენად შესაძლებელია იმ პროექტების განხორციელება და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შერიგებისა და დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთვის დაიგეგმა.

აზერბაიჯანი თვლის რომ ეს პროექტები, რომელშიც ჩართული არიან აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, თურქეთი და აზიის ქვეყნები, ირანში ომის დაწყებამდეც ხორციელდებოდა და მომავალშიც განხორციელდება. მათ ისეთივე მნიშვნელობა აქვთ როგორც ორმუზის სრუტეს, რომლის საშუალებითაც ირანული ნავთობი გადააქვთ. ეს კი იმასაც ნიშნავს, რომ ამ პროექტში მონაწილე მხარეები დაინტერესებული არიან მის მუშაობაში.

იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ. აზერბაიჯანი და მისი პარტნიორები ყველაფერს გააკეთებენ რომ ეს არ მოხდეს.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი