სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება

ირანში მიმდინარე ომსა და იმაზე, სავარუდოდ, როგორ აისახა ომი ირანში სომხესა და აზერბაიჯანში განსახორციელებელ იმ გეგმებზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ვაშინგტონმა აზერბაიჯანთან და სომხეთან ერთად სამხრეთ კავკასიაში დაანონსა, „ინტერპრესნიუსი“ გლობალიზაციისა და რეგიონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, სტეპან გრიგორიანს ესაუბრა.

- ბატონო სტეპან, ირანში ამერიკა-ისრაელის სამხედრო ოპერაცია ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. უკვე შეიძლება გარკვეულ შედეგებზე საუბარი ამერეკელებისა და ისრაელის სასარგებლოდ, მაგრამ, უკვე ცხადადაც კი ჩანს, რომ ის, რაც ირანში დაიწყო არც მალე დასრულდება და არც იმ შედეგით, აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი და ისრაელის პრემიერი ნეთანიახუ ვარაუდობდნენ.

სომხეთს ირანთან სახმელეთო საზღვარი აქვს, სომხეთიდან ახლოს ვითარდება ის პროცესები, რაც ირანში დაწყებულია. როგორია ხედვა იმ პროცესებზე ერევნიდან, რაც ახლა სამხრეთ კავკასიის სამეზობლოში ხდება?

- ის, რაც ახლა ირანში ხდება სომხეთისთვის რისკებსა და საფრთხეებს ზრდის. მოგეხსენებათ სომხეთს ირანთან სახმელეთო საზღვარი აქვს. თუ ირანში საბრძოლო მოქმედებები დიდხანს გაგრძელდა, დიდია იმის ალბათობა რომ სომხეთში დიდი რაოდენობით დევნილთა ნაკადი გამოჩნდება.

შესაძლოა, უფრო დიდი საფრთხე სომხეთისთვის ის აღმოჩნდეს, რომ ჩაიკეტოს გზები. სომხეთს ირანთან არანაირი პრობლემები არ აქვს, მაგრამ გზები, შესაძლოა, იმის გამო ჩაიკეტოს რომ ირანი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს და სომეთს დროებით სერიოზული პრობლემები შეექმნება ირანიდან ნავთობის მიწოდებაში. ასე შეიძლება აღმოჩნდეს თუნდაც იმის გამო რომ ახლა ირანში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და საცავები იბომბება.

ჩვენი ხელისუფლება აცხადებს რომ სომხეთსა და ირანს შორის ვაჭრობა იმავე დონეზეა, როგორც წინა თვეში იყო.

როცა ომს ირანის წინააღმდეგ იწყებ, როგორც ჩანს, არ გესმის რომ ირანი ვენესუელა არაა. ახლა ცხადადაც კი ჩანს რომ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყება სწორი გადაწყვეტილება არ იყო. ირანი ვენესუელაზე გაცილებით დიდი ქვეყანაა, რომელსაც ჰქონდა და ახლაც აქვს მმართვის რთული და მრავალიარუსიანი სისტემა. ვხედავთ რომ იბომბება ისლამური საგუშაგოს ოფისები, მაგრამ საპასუხო ცეცხლს ხსნიან ირანის თავდაცვის უწყების ქვედანაყოფები.

პრეზიდენტის დაქვემდებარებაშია ისეთივე ინსტიტუტები, როგორიც არსებობენ ირანის რელიგიური ლიდერის დაქვემდებარებაში. ახლა რაც ჩანს, ასე გამოიყურება - ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს, მაგრამ არ უფიქრიათ ომის შედეგებზე.

გასაგებია რომ ირანის ხელისუფლებასთან დიალოგისა და მოლაპარაკებების წარმოება საკმაოდ რთულია მისი რელიგიური შემადგენლის რაობიდან გამომდინარე. ვიმეორებ, როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება.

როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება

რა თქმა უნდა, აშშ და ისრაელი ირანზე გაცილებით ძლიერი ძალაა, მაგრამ, ვხედავთ, რომ ირანის პასუხებიც საკმაოდ სერიოზულია. გარდა ამისა, ვხედავთ, რომ არსებულმა ვითარებამ სერიოზული პრობლემები შექმნა ნავთობის ბაზარზე. ორმუზის სრუტის დახურვამ უკვე გამოიწვია საერთაშორისო ბაზარზე ენეტგეტიკული კრიზისი.

ვიმეორებ, როგორც ჩანს, პრეზიდენტ ტრამპს ეგონა რომ თუ სულიერ ლიდერს გაანადგურებდა, ვენესუელის მსგავსად ირანის ხელისუფლება ვაშინგტონს დაექვემდარებოდა.

ახლა ვხედავთ ამერიკის მხრიდან განცხადებებს რომ აშშ ომი მოიგო, რომ ირანელებს 5 ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი არ ჩამოუგდიათ და ასე შემდეგ. ფაქტია ისაა, რომ 5 სამხედრო თვითმფრინავის შემთხვევით ჩამოგდება შეუძლებელია.

ჩემი აზრით პრეზიდენტი ტრამპი როცა გადაწყვეტილებას იღებდა ისრაელის პრემიემინისტრ ნეთანიაჰუს გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. გასაგებია რომ აშშ-სა და ისრაელის ინტერესები ხშირად ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ, როცა ისეთ დიდ მოთამაშეზე ვსაუბრობთ როგორ აშშ, ვაშინგტონი ვალდებული იყო ეფიქრა რა სავარაუდო შედეგები მოჰყვებოდა ირანთან ასეთი დიდი მასშტაბის დაპირისპირებას.

ჩემი აზრით პრეზიდენტი ტრამპი როცა გადაწყვეტილებას იღებდა ისრაელის პრემიემინისტრ ნეთანიაჰუს გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. გასაგებია რომ აშშ-სა და ისრაელის ინტერესები ხშირად ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ, როცა ისეთ დიდ მოთამაშეზე ვსაუბრობთ როგორ აშშ, ვაშინგტონი ვალდებული იყო ეფიქრა რა სავარაუდო შედეგები მოჰყვებოდა ირანთან ასეთი დიდი მასშტაბის დაპირისპირებას

გასაგებია, რომ ზოგჯერ ზუსტი დარტყმები საკმარისია, როგორც ეს ვენესუელაში მადუროს შემთხვევაში მოხდა.მაგალითად, ახლა კარგად ჩანს რომ ამერიკას არ უფიქრია იმაზე რომ ირანზე საჰაერო დარტყმების განხორციელების შემთხვევაში ირანი ამერიკულ ბაზებზე განახორციელებდა დარტყმებს. ასევე არაბულ ქვეყნებზე. როგორც ჩანს, ვაშინგტონში ამაზე არ უფიქრიათ, მაგრამ ირანმა თავის დაცვის მექანიზმები ნახა და ახორციელებს დარტყმებს როგორც ამერიკულ ბაზებზე, ისე არაბულ ქვეყნებზე.

ახლა შეიძლება ბევრი ვიმსჯელოთ იმაზე რომ არა სწორს აკეთებს ირანი რადგან კონფლიქტს აფართოებს და ასე შემდეგ, მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ ირანი ისე იცავს თავს, რისი გაკეთბაც შეუძლია.

როცა ალი ხომენეის რეზიდენცია დაიბომბა, იყო იმის იმედი და მოლოდინი რომ ირანის პოლიტიკური სისტემა ჩამოიშლება, მაგრამ ასე არ მოხდა. როგორც ჩანს, ამაზე არ უფიქრიათ. შეიძლებოდა ამგვარი დაბომბვების შემდეგ აშშ-ს და ისრაელი გაჩერებულიყვნენ, მაგრამ, ასე არ მოხდა. ახლა ამერიკელებს ესმით რომ სახმელეთო ოპერაციის გარეშე ირანში ბევრი არაფერი გამოვა. მაგრამ, სახმელეთო ოპერაციის ჩატარებას თან ახლავს ძალიან დიდი რისკები და საფრთხეები.

როცა ალი ხომენეის რეზიდენცია დაიბომბა, იყო იმის იმედი და მოლოდინი რომ ირანის პოლიტიკური სისტემა ჩამოიშლება, მაგრამ ასე არ მოხდა. როგორც ჩანს, ამაზე არ უფიქრიათ

დღეს არსებული სიტუაცია ძალინ რთულია არა მარტო ნავთობის ბაზრებისთვის, საერთოდ, ყველასთვის და მათ შორის, ჩვენთვის, სამხრეთ კავკასიისთვისაც. ირანს სახმელეთო საზღვარი აქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან და ბუნებრივია, რაც ირანში ხდება, ჩვენც გვეხება.

- ახლა ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს დაეხმარონ აშშ-სა და ისრაელს ირანთან კონფლიქტის ვაშინგტონის სასარგებლოდ დასრულებაში...

- დიახ, ამგვარი მოწოდება ტრამპმა უკვე რამდენჯერმე გააკეთა და ძალიან უკმაყოფილოა იმით რომ ამგვარ დახმარებაზე მას უარს ეუბნებიან. ამ თვალსაზრისით ბრიტანეთის პრემიერისა და გერმანიის კანცლერის განცხადებები საკმაოდ მკაფიო იყო.

როცა ტრამპი ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებდა, მაშინ ის მხოლოდ ისრაელის პრემიერს ესაუბრებოდა, არავისთან, მათ შორის ევროპელ პარტნიორებთან და არც სხვასთან კონსულტაციები არ ჰქონია.

როცა ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და იტალია, ევროპის წამყვანი ქვეყნები არ ეთანხმებიან ტრამპის გადაწყვეტილება და ქმედებებს ირანთან მიმართებაში, ეს გასაგებია, მაგრამ ისეთი მცირე ზომის ქვეყნები, რომელთა უსაფრთხოება დამოკიდებულია აშშ-ზე, ისინი რომ უარს ამბობენ ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში მონაწილეობაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ თემაზე კონსულტაციები ამერიკელებს არავისთან არ ჰქონიათ და არც კონსოლიდირებულად ქმედებებიც კი არ შეუთანხმებიათ.

როცა ტრამპი ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებდა, მაშინ ის მხოლოდ ისრაელის პრემიერს ესაუბრებოდა, არავისთან, მათ შორის ევროპელ პარტნიორებთან და არც სხვასთან კონსულტაციები არ ჰქონია

ამერიკელებმა საკმაოდ დიდი რაოდენობის თავისი მოქალაქეები გამოიყვანეს ირანიდან, სხვადასხვა მონაცემებით მათი რიცხვი 10 ათასს აჭარბებს, მაგრამ, სხვა ქვეყნის მოქალაქეები ხომ არიან დარჩენილი ირანში და ამერიკული და ისრაელს ბომბები მათაც ხომ ხვდება.

ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ამერიკელბს ისე აქვთ დაწყებული ირანში ოპერაცია, პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებზე არ უზრუნიათ, მაგრამ, ახლა მათ დახმარებას სთხოვენ. როგორც ჩანს, ამერიკელებს ბევრი რამ მართალც გაუთვლელი დარჩათ. სპეციალურად კი არ გაუკეთებიათ, არამედ არც კი უფიქრიათ.

ამერიკელბს ისე აქვთ დაწყებული ირანში ოპერაცია, პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებზე არ უზრუნიათ, მაგრამ, ახლა მათ დახმარებას სთხოვენ. როგორც ჩანს, ამერიკელებს ბევრი რამ მართალც გაუთვლელი დარჩათ. სპეციალურად კი არ გაუკეთებიათ, არამედ არც კი უფიქრიათ

რა თქმა უნა, ასეთივე შეცდომები დაუშვეს ირანელებმა, როცა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაბომბვა დაიწყეს. მე იმას კი არ ვამბობ, ირანელები სწორად მოიქცნენ თუ არა, იმაზე ვამახვილებ ყურადღებას რომ მოვლენათა ასეთი სცენარით გავითარების შესაძლებლობა არ იქნა გათვლი და გათვალისწინებული ამერიკელების მხრიდან.

- რა ხდება სომხეთ-ირანის საზღვარზე? ირანიდან დევნილთა ნაკადის მოზღვავება ხომ არ ყოფილა?

- ჯერჯერობით, სომხეთ-ირანის საზღვარზე სიწყნარე და სიმშვიდეა. საკონტროლო-გამშვები პუნქი ნორმალურ რეჟიმში მუშაობს.

იყო შემთხვევები როცა სომხეთ-იარანის საზღვარზე იყო სატვირთო მანქანების გატარების პრობლემა, მაგრამ ეს ტექნიკურ საკითხი იყო, კერძოდ, ინტენეტის შეფერხებით მუშაობას უკავშირდებოდა. ირანში ომის გამო ამ საზღვარზე განსაკუთრებული და საგანგაშო არაფერი ხდება.

აქვე ვიტყვი რომ სომხეთ-ირანის სახმელეთო საზღვრით რანი საკმაოდ ბევრმა უცხოელმა დატოვა. რაც შეეხება დევნილებს. ირანიდან დევნილთა ნაკადი არ დაფიქსირებულა.

იყო შემთხვევები როცა სომხეთ-იარანის საზღვარზე იყო სატვირთო მანქანების გატარების პრობლემა, მაგრამ ეს ტექნიკური საკითხი იყო, კერძოდ, ინტენეტის შეფერხებით მუშაობას უკავშირდებოდა. ირანში ომის გამო ამ საზღვარზე განსაკუთრებული და საგანგაშო არაფერი ხდება. სომხეთ-ირანის სახმელეთო საზღვრით რანი საკმაოდ ბევრმა უცხოელმა დატოვა. რაც შეეხება დევნილებს. ირანიდან დევნილთა ნაკადი არ დაფიქსირებულა

თუ რამ ხდება, არის შემთხვევები როცა ირანიდან სომხეთში გადმოდის ადამინათა გარკვეული კატეგორია, რომელიც ჩვენთან მადამდეც ხშირად ჩამოდიოდა და მათ ამის ფინანსური საშუალება აქვთ. ახლაც ჩამოდიან და იღებენ სასტუმროებში ნომრებს, ან ისვენებენ, ან ცდილობენ გაერიდნონ ომს. ისინი დევნილები არ არიან.

- რამდენადაც ვიცი, ირანში საკმაოდ მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორა ცხოვრობს. შევახსენოთ ჩვენს მკითხველს მათი რაოდენობა და ომის პირობებში მათი მდგომარეობა როგორია?

- მადლობა ამ კითხვისთვის, სხვადასხვა მონაცემებით, ირანში 100 ათასიდან 150 ათასამდე სომხური წარმოშობის ირანის მოქალაქე ცხოვრობს. ისინი ცხოვრობენ ისპახანში, თევრიზში. ასევე თეირანში. თეირანში ყველაზე მრავალრიცხოვანი, მდიდარი და გავლენიანი სომხური დიასპორაა.

ჩვენს საელჩოს მუდმივად აქვს მათთან კონტაქტი. თუ წინა 12 დღიანი ომის დროს 5 შემთხვევა იყო ეროვნებით სომეხი მოქალაქის გარდაცვალების, ამჯერად, ასეთ შემთხვევას ადგილი ჯერ არ ჰქონია.

- ირანში საომარი მოქმედებების დაწყებამდე, აშშ-ს ჩართულობით დაიწყო აზერბაიჯანისა და სომხეთის შერიგების პროცესი.

უამრავ ერთობლივ ეკონომიკურ პროექტს მიეცა სტარტი. მათ შორის მეღრის ხეობაში, რომელსაც აზერბაიჯანლები ზანგეზურის კორიდორს ეძახიან. საბოლოოდ კი ამ გზას „ტრამპის გზა“ ეწოდა.

სავარაუდოდ, რა გავლენას იქონიებს ირანში დაწყებული ომი იმ გეგმებზე, რაც ვაშინტონმა ბაქოსთან და ერევანთან ერთად დაგეგმა?

- მეღრის ხეობაში რკინიგზის აღდგენა დაგეგმილია „ტრაპის გზის“ ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ახლა ირანთან დაკავშირებული საკითხებით არიან დაკავებული, უნდა ვაღიარო, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იცლის აზერბაიჯანსა და სოხეთს შორის გაფორმებული შეთანხმებების განხორციელებისთვის.

ამ თემაზე ირანში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ განცხადებები გააკეთეს ვიცი-პრეზიდენტმა ვენსმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რუბიომ. აქ მნიშვნელოვანია ის, რაც ამ თემაზე ითქვა და ეხება არა მხოლოდ აზერბაიჯანისა და სომხეთის, არამედ აშშ-საქართველოს ურთიერთობებს. ანუ, სამხრეთ კავკასიის რეგიონს და ამ რეგიონის სამივე ქვეყანას.

ეს განცხადება მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით რომ ვაშინგტონი მიუხედავად ირანში მიმდინარე პროცესებისა მზადაა გააგრძელოს დაგეგმილი პროექტების განხორციელება და ამ კონტექსტშივე ნახსენებია საქართველოსთან თანამშრომლობა, რაც მე განსაკუთრებით მახარებს.

ბოლოს კი ვიტყვი იმის რომ რაც უფრო მალე დასრულდება კონფლიქტი ირანში, ეს კარგი იქნება როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ისე ჩვენი რეგიონისთვის.

ჩვენ გვესმის, სავარაუდოდ, რატომ მიიღო ტრამპმა გადაწყვეტილება ირანს ძალის ენით ელაპარაკოს, მხედველობაში მაქვს ის რომ მათთან მოლაპარაკებების წარმოება ძალიან რთულია, მაგრამ, როცა ირანზე ვსაუბრობთ, უნდა გვემოდეს ისიც, რომ მათთან არსებული პრობლემების გადასაწყვეტად ძალის გამოყენების გარდა, კიდევ სხვა ხერხებიც არსებობს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი