აბას არაღჩი - ემანუელ მაკრონს ერთი სიტყვაც არ უთქვამს, რათა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომი დაეგმო

ემანუელ მაკრონს ერთი სიტყვაც არ უთქვამს, რათა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომი დაეგმო, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.

აბას არაღჩი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ირანსა და კატარში ბუნებრივი აირის ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ კატარის ამირასა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა.

„მან არ დაგმო ისრაელის მოქმედება, როდესაც თეირანში საწვავის საცავი ააფეთქა, რის შემდეგაც მილიონობით ადამიანი ტოქსინების ზემოქმედების ქვეშ მოექცა. მისი ამჟამინდელი „შეშფოთება“ ჩვენს ბუნებრივი აირის ობიექტებზე ისრაელის თავდასხმას არ მოჰყოლია. ეს ჩვენს საპასუხო მოქმედებას მოჰყვა. სამწუხაროა“, - წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.

ცნობისთვის, ისრაელის მიერ ირანში ფარსის გაზის საბადოზე დარტყმისა და ირანის მიერ კატარის რას ლაფანის თხევადი ბუნებრივი აირის გადამამუშავებელ ობიექტზე დარტყმების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა მხარეებს მოუწოდა, რომ „სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, კერძოდ, ენერგეტიკული და წყალმომარაგების ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებზე მორატორიუმი გამოაცხადონ“.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი