საუდის არაბეთი უფლებას იტოვებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ირანის საპასუხოდ სამხედრო ზომებს მიმართოს, - ამის შესახებ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფეისალ ბინ ფარჰანმა განაცხადა.
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „ის ნდობა, რაც ადრე ირანთან მიმართებით არსებობდა, სრულიად განადგურდა“.
„ირანიდან ზეწოლას პოლიტიკურად და მორალურად საპირისპირო შედეგი მოჰყვება. მას მეზობლებთან საუბრის არ სჯერა და მეზობლებზე ზეწოლას ცდილობს, რაც შემიძლია კატეგორიულად აღვნიშნო, რომ არ იმუშავებს“, - განაცხადა პრინცმა ფეისალ ბინ ფარჰანმა.
მისი თქმით, საუდის არაბეთი ზეწოლას არ შეეგუება.
„უფლებას ვიტოვებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ზომებს მივმართოთ. ჩვენი ქვეყნისა და ეკონომიკური რესურსების დაცვას არ მოვერიდებით“, - აღნიშნა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.