ქუვეითში დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას BBC-ი ქუვეითის საინფორმაციო სააგენტოზე (KUNA) დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დრონით დარტყმა მინა ალ-აჰმადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.
ქუვეითის ნავთობის ეროვნული კორპორაციის განცხადებით, ხანძარი ლოკალიზებულია.
ხანძრის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.