კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირს ინსტრუმენტები აქვს, რათა უნგრეთის ვეტო დაძლიოს და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გამოყოს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირს ინსტრუმენტები აქვს, რათა უნგრეთის ვეტო დაძლიოს და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გამოყოს.

კაია კალასმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ „ოპტიმისტურად არის განწყობილი“ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეთანხმების მიღწევა მოხერხდება.

„ვნახოთ, რა მოხდება. ალტერნატივები არსებობს, მაგრამ ამას ყველა ჩვენგანისგან პოლიტიკური გამბედაობა სჭირდება“, - აღნიშნა კაია კალასმა.

კაია კალასმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებაც ისაუბრა და მხარეებს ომის დასრულებისკენ მოუწოდა.

„ახლო აღმოსავლეთში ომიდან სარგებელს რუსეთი იღებს. ესკალაცია უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი