ეს არარაობა, რომელიც წარმოადგენს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ამბობს, რომ ბურთი მათ მოედანზე არ არის, ჩვენ გვაქვს კიდევ რაღაც გასაკეთებელი. აქ გულისხმობს აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებას. არავის ჰქონდეს განცდა, რომ რაღაც სხვაზეა საუბარი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, მტრის ბანალიზების პოლიტიკის ძალიან ლოგიკური გაგრძელებაა, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს უკვე ათწლეულებია ამ ქვეყანაში.
„მოხდა ბანალიზება, დეკომპლექსირება პრორუსულობის და მოღალატეობრივი პოლიტიკური მიდგომების.
ახლა ეს ჯგუფები, რომლებიც ამით იყვნენ დაკავებულები, გადავიდნენ შემდეგ ფაზაზე, რასაც ღია ურთიერთობების აღდგენა ჰქვია. საგულისხმოა, რომ ეს არარაობა, რომელიც წარმოადგენს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, იქ ამბობს, რომ ბურთი მათ მოედანზე არ არის, ჩვენ გვაქვს კიდევ კიდევ რაღაც გასაკეთებელი, აქ გულისხმობს აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებას. არავის ჰქონდეს განცდა, რომ რაღაც სხვაზეა საუბარი.
უნდა, რომ აღიარება მოხდეს და შემდეგ დავიწყოთ ურთიერთობები. ახლა ურთიერთობების ბანალიზება ხდება, სხვა დიპლომატიური ურთიერთობების განახლება რუსეთის ფედერაციასთან. იმ პირობებით, რაც არის მოღალატეობა საქართველოს ინტერესების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოსი“,- აღნიშნავს დათუნაშვილი.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, ნიკოლოზ მჟავანაძის კითხვას უპასუხა საქართველო-რუსეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას, ამ საკითხში კი ბურთი მათ მხარეს არაა, „მაგრამ მზად არიან, კარგი, საინტერესო, სახალისო, სპორტული თამაშისთვის“.
ზახაროვას თქმით, საქართველოსთან ურთიერთობების გაწყვეტა არ მომხდარა რუსეთის ინიციატივით, თუმცა ბოლო წლებში იწყება ეკონომიკური, ჰუმანიტარული კავშირები და არის არა მხოლოდ „კონკრეტული გამოვლინებები, არამედ შედეგებიც“.