მაია ბუწაშვილი - ბრიტანეთში მენინგოკოკური ინფექციის აფეთქება ლოკალური ხასიათისაა და სხვა ქვეყნებში არ არის გავრცელებული, შესაბამისად, ჩვენთან შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს

ბრიტანეთში მენინგოკოკური ინფექციის აფეთქება ლოკალური ხასიათისაა და სხვა ქვეყნებში არ არის გავრცელებული. შესაბამისად, ჩვენთან შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს,- ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბუწაშვილი აღნიშნავს, ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევები იშვიათობას არ წარმოადგენს, თუმცა ამ ეპიდაფეთქებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა იმიტომ, რომ ინფექცია სწრაფად გავრცელდა.

„ბევრი შეკითხვაა ამჟამად ბრიტანეთში მენინგიტის შემთხვევებთან დაკავშირებით. ზოგადად ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევები იშვიათობას არ წარმოადგენს, თუმცა ამ ეპიდაფეთქებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა იმიტომ, რომ ინფექცია სწრაფად გავრცელდა, რაც ჩვეულებრივ ნაკლებად ხდება ხოლმე, რადგან მენინგოკოკი მხოლოდ მჭიდრო კონტაქტით გადაეცემა.

ამჟამად რამდენიმე დღეში 20 შემთხვევა დაფიქსირდა, 2 ლეტალური გამოსავლით, რამაც გარკვეული შეშფოთება გამოიწვია.

ინფექცია გავრცელდა უნივერსიტეტის სტუდენტებში (University of Kent, Canterbury).

შემთხვევების ნაწილში გამოვლინდა მენინგოკოკი B (MenB). ეს ქვეტიპი არ შედის სტანდარტულად გამოყენებულ ვაქცინაში (MenACWY). ამიტომ ამ აფეთქებასთან დაკავშირებით სთავაზობენ სხვა ვაქცინას, რომელშიც ეს ტიპი შედის.

მენინგოკოკური ინფექციის ეს აფეთქება ლოკალური ხასიათისაა და სხვა ქვეყნებში არ არის გავრცელებული. შესაბამისად, ჩვენთან შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს”,- წერს ბუწაშვილი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი