ბენიანიმ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანთან ომი „იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება“

ირანში ოპერაციაში იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება, ერთად ვიმუშავებთ და ერთად გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა და დასძინა, რომ აშშ და ისრაელი ირანში ერთად მოქმედებენ დიდი მონდომებით.

მისი თქმით, ისრაელს სამ მიზანი აქვს : ბირთვული საფრთხის აღმოფხვრა, ბალისტიკური რაკეტების საფრთხის აღმოფხვრა და ირანელი ხალხისთვის თავისუფლების მოსაპოვებლად პირობების შექმნა.

ნეთანიაჰუს თქმით, სურს უარყოს კიდევ ერთი „ყალბი ამბავი“ - რომ ისრაელმა აშშ ირანთან კონფლიქტში ჩაითრია.

„ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ვინმეს შეუძლია პრეზიდენტ ტრამპს უთხრას, რა გააკეთოს? კარგით, რა!“ - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა და დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „ყოველთვის იღებს გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით, თუ რა მიაჩნია ამერიკისთვის სასიკეთოდ“.

„არავინ შემიყვანია შეცდომაში. არ მჭირდებოდა პრეზიდენტი ტრამპის დარწმუნება, რომ საჭიროა ხელი შევუშალოთ ირანს ბირთვული პროგრამის განვითარებაში, მის მიწისქვეშ გადატანასა და შეერთებული შტატებისკენ ბირთვული რაკეტების გაშვებაში. მან ეს ესმოდა. მან ამიხსნა. მე არ ამიხსნია. ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორობა ერთადერთი გზაა ამ კატასტროფული განვითარების თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი