თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმე დასკვნით ეტაპზეა

ყოფილი ფეხბურთელისა და „ქართული ოცნების“ აქტივისტის, ბექა გოცირიძის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმე დასკვნით ეტაპზეა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე სავარაუდოდ, საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს.

ცნობისთვის, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს ყოფილ ფეხბურთელსა და "ქართული ოცნების" აქტივისტს, ბექა გოცირიძეს. დაკავებულებს სწორედ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავებიან.

ბექა გოცირიძე ცოტა ხნის წინ, სავარაუდოს, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი