ირანის ახალი უზენაესი ლიდერი აიათოლა მოჯტაბა ხამენეი, პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში აცხადებს, რომ „ქვეყნის მტრებს უსაფრთხოება არ უნდა ჰქონდეთ“

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი აიათოლა მოჯტაბა ხამენეი აცხადებს, რომ მისი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს უსაფრთხოება უნდა წაართვან.

The Times of Israel-ის ცნობით, ხამენეი ამის შესახებ საუბრობს ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისადმი გაგზავნილ წერილში, რომელშიც ისრაელის მიერ ლიკვიდირებული დაზვერვის მინისტრის, ესმაილ ხატიბის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს პრეზიდენტს.

აიათოლა აცხადებს, რომ სამინისტრომ ესმაილ ხატიბის ლიკვიდირებას ირანის „შიდა და გარე მტრების“ უსაფრთხოების ხელყოფით უნდა უპასუხოს.

ხამენეი, რომელმაც მამამისი, 86 წლის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი შეცვალა, უზენაეს ლიდერად დანიშვნის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. აიათოლა ალი ხამენეი ომის პირველ დღეს, 28 თებერვალს, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა.

ამერიკელი და ისრაელელი ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ მოჯტაბა ხამენეი დაჭრილია.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი