მსოფლიო საპატრიარქო - მსოფლიო პატრიარქი ილია II-ის დაკრძალვის პროცესიაზე დასასწრებად თბილისში გაემგზავრება, რათა პირადად გამოხატოს დედა ეკლესიის თანაგრძნობა და სამძიმარი ეკლესიის, ხელისუფლების და მორწმუნე ადამიანების მიმართ

მისი უწმინდესობა, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი 22 მარტს, კვირას, დილით ადრე გაემგზავრება საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, რათა დაესწროს საქართველოს გარდაცვლილი პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის დაკრძალვის პროცესიას, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება და პირადად გამოხატოს დედა ეკლესიის თანაგრძნობა და სამძიმარი წმინდა ეკლესიის, სამღვდელოების, ბერებისა და მონაზვნების, ხელისუფლების და ქვეყნის მორწმუნე ადამიანების მიმართ, - ინფორმაციას მსოფლიოს საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოს პატრიარქთან ერთად საქართველოში ჩამოვლენ ქალკედონის უხუცესი მიტროპოლიტი ემანუელი, დიდი აიეტიოსი, პატრიარქის პირადი ოფისის დირექტორი, დიდი არქიდიაკონი ალექსანდრე, კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა, აგრეთვე მსოფლიო საპატრიარქოს პრესისა და კომუნიკაციის სამსახურის დირექტორი ნიკოლაოს-გეორგიოს პაპახრისტუ და საპატრიარქოს თანამშრომელი პანაიოტის გრაფიადელისი.

„ღვთის ნებით, მსოფლიო პატრიარქი და მისი თანმხლები პირები იმავე დღეს დაბრუნდებიან ქალაქში“, – ნათქვამია მსოფლიო საპატრიარქოს ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი