აკადემიური ბრწყინვალება, მაღალი ხარისხის პროგრამები, დაფინანსების შესაძლებლობა, მრავალფეროვანი აკადემიური პროგრამები და ძლიერი კარიერული პერსპექტივები - სწორედ ესაა IE University.
რატომ გახდა IE University ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით? ბოლო წლებში უამრავი სტუდენტი აგზავნის აპლიკაციას ამ უნივერსიტეტში. IE ქართველი სტუდენტებისთვისაც ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტია. განათლების ცენტრ LEAF -ის დახმარებით, არაერთმა ქართველმა სტუდენტმა ჩააბარა და მიიღო 70% და 80% დაფინანსება.
პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლა მნიშვნელოვან გზებს გაგიხსნის სამომავლოდ წარმატებული კარიერისკენ. IE University ცნობილია თავისი აკადემიური ბრწყინვალებით და მაღალი ხარისხის პროგრამებით, რაც შესაბამისი სწავლებისა და მოთხოვნის დონითაც განისაზღვრება.
სწორედ ახლა, განათლების ცენტრი LEAF-ის ორგანიზებით, IE University-ის წარმომადგენელი თბილისში ჩამოდის ქართველ სტუდეტებთან შესახვედრად. დაინტერესებულ ახალგზარდებს შანსი გაქვთ პირადად შეხვდეთ მას და მიიღოთ დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტში სწავლასა და დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით.
კონსულტაციას შეძლებ LEAF-ის გამოფენაზე 29 მარტს, Biltmore Tbilisi Hotel-ში. მოსვლა და კონსულტაცია ყველას შეუძლია სრულიად უფასოდ, საჭიროა რეგისტრაცია: https://leaf.ge/fair-registration-2026/
რატომ უნდა ჩააბარო IE University-ში?
IE University ესპანეთში, მადრიდსა და სეგოვიაში მდებარე პრესტიჟული უნივერსიტეტია, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა ინოვაციური სწავლების მეთოდებით და გლობალური ხედვით.
უნივერსიტეტი გთავაზობთ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ბიზნესი და ეკონომიკა, სამართალი და პოლიტიკა, გარემოსდაცვითი მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები, დიზაინი და არქიტექტურა, მარკეტინგი და ციფრული მედიის მიმართულებები, კომპიუტერული მეცნიერებები და ხელოვნური ინტელექტი და სხვა. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, რაც იდეალურია საერთაშორისო სტუდენტებისთვის.
უნივერსიტეტში ჩასარიცხად დიდი კონკურენციაა, ძირითადად მაღალ აკადემიურ მოსწრებას (წინა საფეხურის მაღალ GPA-ს) და ინგლისური ენის სერტიფიკატის მაღალ ქულას ითხოვენ.
სტარტაპ და მეწარმეობის მხარდაჭერა
IE უნივერსიტეტი უზრუნველყოფს თანამედროვე, გლობალურ განათლებას ინოვაციებზე, მეწარმეობასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დიდი აქცენტით. მისი მრავალფეროვანი და საერთაშორისო გარემო, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და კარიერული მხარდაჭერით შერწყმული, მას შესანიშნავ ადგილად აქცევს სტუდენტებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ ასეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში გადადგან კარიერის პირველი ნაბიჯები.

აქ ერთიანდება თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, და ყველა აქტივობა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღებას, კრიტიკული აზროვნებისა და ლიდერობის უნარების განვითარებას.
უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტებს განავითარონ საკუთარი პროექტები და მისდიონ ინოვაციებისა და ბიზნესის შექმნის შესაძლებლობებს. ასეთი დიდი აქცენტით მეწარმეობაზე სტუდენტებს დიდი მხარდაჭერა აქვთ სტარტაპების განვითარებაში.
რა გამოარჩევს IE University-ს სხვა უნივერსიტეტებისგან?
უნივერსიტეტს აქვს გაცვლითი პროგრამები, ორმაგი ხარისხი და სტაჟირებები სხვადასხვა ქვეყანაში, რაც სტუდენტებს მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოცდილებას აძლევს. ასევე გთავაზობთ პერსონალურ კარიერულ კონსულტაციებს და დასაქმების ხელშეწყობას წამყვან კომპანიებთან. უნივერსიტეტში განხორციელებული სხვადასხვა პროექტები და აქტივობები აძლიერებს სტუდენტის გამოცდილებას, მის უნარებს სხვადასხვა მიმართულებით და უზრუნველყოფს კარიერული კავშირების განვითარებას.
IE უნივერსიტეტი გამოირჩევა სასწავლო დაფინანსებებითაც, და ბევრ ქართველ სტუდენტს მიუღია ნაწილობრივი დაფინანსება. გასულ წელს LEAF-ის ერთმა სტუდენტმა 80% -იანი დაფინანსებაც კი მიიღო IE-ში.
კარიერული შესაძლებლობები და პარტნიორობა წამყვან კომპანიებთან
IE University-ს სტუდენტებს სწავლის პერიოდში და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ეძლევათ უნიკალური შანსი დასაქმდნენ მსოფლიოს წამყვან კომპანიებში. უნივერსიტეტს პარტნიორობა აქვს ისეთ გლობალურ ბრენდებთან, როგორიცაა: Google, Amazon, Microsoft, McKinsey & Company, Goldman Sachs, Deloitte, KPMG.
ქართველი სტუდენტები IE University-ში
ბოლო წლებში ბევრი ქართველი სტუდენტი აპრიორიტეტებს IE University-ში სწავლის გაგრძელებას. განათლების ცენტრ LEAF-ის დახმარებით, არაერთმა ქართველმა სტუდენტმა მიიღო 70% და 80 % დაფინანსება და ჩაერთო IE-ს მრავალფეროვან აკადემიურ გარემოში. სტუდენტები ხაზგასმით აღნიშნავენ უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური სტანდარტებისა და კარიერული შესაძლებლობების მნიშვნელობას.
თუ გსურს მაღალი დონის განათლება, მრავალფეროვანი აკადემიური გამოცდილება და ძლიერი კარიერული პერსპექტივები, IE University შენთვის იდეალური არჩევანია.
თუ გინდა შენც იყო IE University-ს მომავალი ქართველი სტუდენტი, არ გამოტოვო ეს შეხვედრა:
📆29 მარტი
🕛12:00 -17:00 სთ
📍თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel
➡️რეგისტრაცია: https://leaf.ge/fair-registration-2026/
(R)