აღვავლენთ ლოცვებს უფლის მიმართ ნეტარხსენებული მწყემსმთავარის სულის მოსახსენებლად, რათა მან განუსვენოს მას ცოცხალთა ქვეყანაში, მართალთა სავანეებში და განუსვენოს მას წმინდანთა და მართალთა დასში, - ამის შესახებ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქოს მიერ გამოგზავნილ სამძიმრის წერილშია ნათქვამი, სადაც საპატრიარქოს საერთო ეპიტროპოსი გაბრიელ ლეონტოპოლელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო წუხილს გამოთქვამს და მის მრევლს უსამძიმრებს.
„საქართველოს უწმინდესი ეკლესიის წმინდა სინოდს საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ნეტარხსენებული წინამძღოლის, უნეტარეს ილია II-ის უფლისმიერ მიცვალების გამო, გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ და ღვთივსათნო სამძიმარს თქვენი უწმინდესი ეკლესიისა და მისი კეთილმსახური მრევლის მიმართ.
ამავდროულად, გაცნობებთ, რომ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი, უნეტარესი თეოდორე II ამჟამად იმყოფება მისიონერული ვიზიტით კონგოში. ამ მიზეზით, დაკრძალვის წესის აღსრულებისას მას წარმოადგენს ალექსანდრიის საყდრის მღვდელმთავარი, კესარიის მიტროპოლიტი თეოფილაქტე.
აღვავლენთ ლოცვებს უფლის მიმართ ნეტარხსენებული მწყემსმთავარის სულის მოსახსენებლად, რათა მან განუსვენოს მას ცოცხალთა ქვეყანაში, მართალთა სავანეებში და განუსვენოს მას წმინდანთა და მართალთა დასში.
გაბრიელ ლეონტოპოლელი
საპატრიარქოს საერთო ეპიტროპოსი
ალექსანდრია”, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.