დონალდ ტრამპი - ირანში ჩვენი მიზნების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ

ირანში ჩვენი მიზნების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ჩვენი მიზნების მიღწევასთან, რადგან ახლო აღმოსავლეთში ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენი მასშტაბური სამხედრო ძალისხმევის შემცირებას განვიხილავთ“, - დაწერა დონალდ ტრაპმა Truth Social-ზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანში აშშ-ის სამხედრო მოქმედებების მიზნები დაასახელა. კერძოდ: ირანის სარაკეტო შესაძლებლობების დეგრადაცია, ირანის თავდაცვითი ინდუსტრიული ბაზის განადგურება, საზღვაო და საჰაერო ძალების ლიკვიდაცია. ასევე, მისი თქმით, აშშ-ის მიზანია, რომ ირანს ბირთვულ შესაძლებლობებთან მიახლოების საშუალება არასდროს მიეცეს და აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეები დაიცვას.

„ჰორმუზის სრუტე იმ ქვეყნებმა უნდა დაიცვან და გააკონტროლონ, რომლებიც მას იყენებენ - აშშ მას არ იყენებს. თხოვნის შემთხვევაში, ჩვენ ამ ქვეყნებს დავეხმარებით, მაგრამ ეს საჭირო აღარ იქნება, როდესაც ირანის საფრთხე აღმოიფხვრება და რაც მთავარია, ეს მათთვის მარტივი სამხედრო ოპერაცია იქნება“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო