უკრაინის დელეგაცია აშშ-ში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაცია, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, აშშ-ში ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.
რუსტემ უმეროვის გარდა უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კისლიცა და უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია.
ამერიკულ მხარეს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, მაიამიში დაგეგმილ შეხვედრაზე მხარეები უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი სამმხრივი შეხვედრის მზადების საკითხს განიხილავენ.