ვლადიმერ პუტინი - რუსეთი ირანის საიმედო პარტნიორად რჩება

რუსეთი ირანის საიმედო პარტნიორად რჩება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ირანის უზენაეს ლიდერს, მოჯთაბა ხამენეისა და ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს ნოვრუზის დღესასწაული მიულოცა.

კრემლის მიერ გავრცელებული განცხადებით, პუტინმა ირანელ ხალხს „მძიმე განსაცდელის ღირსეულად დაძლევა“ უსურვა.

„ამ რთულ დროს მოსკოვი თეირანის ერთგულ მეგობრად და საიმედო პარტნიორად რჩება“, - ნათქვამია პუტინის განცხადებაში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო