სახალხო დამცველი ნოვრუზ ბაირამს ულოცავს საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ნოვრუზ ბაირამს ულოცავს საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავს და მათ მშვიდობას, კეთილდღეობასა და წინსვლას უსურვებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის ოფისი ავრცელებს.

„ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის დადგომას, ბუნების განახლებას და ცხოვრების ახალ დასაწყისს განასახიერებს. ეს დღესასწაული მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს აერთიანებს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთპატივისცემას, თანადგომასა და ჰარმონიას.“- ნათქვამია განცხადებაში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო